„ტანკების მიწოდება დასავლეთის ქვეყნებს უკრაინასთან კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს“ - ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
„ევროპის დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან არის მუდმივი განცხადებები, რომ უკრაინაში სხვადასხვა იარაღის სისტემების, მათ შორის ტანკების გაგზავნა არანაირად არ ნიშნავს ამ ქვეყნების ან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩართვას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ჩვენ ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით. მოსკოვში ყველაფერი, რასაც აკეთებს როგორც ალიანსი და სხვა ქვეყნები აღიქმება, როგორც უშუალო მონაწილეობა კონფლიქტში,“ - განაცხადა პესკოვმა.