TAP-ის სიმძლავრის გაორმაგება დაჩქარდა - დატესტვა იანვარში დაიწყება

TAP-ის სიმძლავრის გაორმაგება დაჩქარდა - დატესტვა იანვარში დაიწყება

access_time2022-12-12 21:30:25

მილსადენის კომპანია TAP AG მზად არის, 2025 წლისთვის ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) გამტარუნარიანობის გაზრდის პირველი ეტაპი დაასრულოს. ამის შესახებ კომპანიის მმართველმა დირექტორმა, ლუკა შიპატმა იტალიურ გაზეთ Il Sole 24 Or-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რასაც „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.

 

ამ მიზნით მომავალი წლის 16 იანვრიდან 22 იანვრამდე ბაზრის ფანჯრის სატესტო გახსნა იგეგმება, რომლის დროსაც ოპერატორები TAP-ით გრძელვადიანი სატრანსპორტო სიმძლავრეების დაჯავშნას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ ეს სავალდებულო ეტაპი თავდაპირველად 2023 წლის ივლისისთვის იყო დაგეგმილი, რაც, ლუკა შიპატის თქმით, TAP AG-მა დააჩქარა და იანვრისთვის გადმოიტანა.

 

ამასთან, შიპატი აცხადებს, რომ თუ იანვარში გადამზიდავების მიერ ბაზრის სავალდებულო დატესტვის დროს დამატებითი სიმძლავრე 2,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს, პროექტის „ეკონომიკური მდგრადობის შემოწმების დასრულების შემდეგ“ კომპანია TAP AG ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში ინვესტიციების ჩადებას დაიწყებს.

 

ამ პირველი ნაბიჯით 2025 წლისთვის 2.5 მილიარდი კუბური მეტრის 50% ხელმისაწვდომი გახდება, რის შემდეგაც, 2026 წელს მეორე ფაზა დასრულდება. თუმცა, ლუკა შიპატის შეფასებით, მიზნის მისაღწევად TAP-სა და ყველა ოპერატორს შორის სრული კოორდინაცია არის აუცილებელი.

 

„მილსადენის მოდერნიზაციის გადაწყვეტილება საჭიროებს სრულ სინქრონიზაციას გაზის მოთხოვნას, მის წარმოებასა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას შორის,“ - აცხადებს შიპატი.

 


ის TAP-ის სიმძლავრის 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაორმაგების ბოლო ვადად 2027 წელს ასახელებს. TAP-ის სიმძლავრის გაორმაგება RepowerEU-ს გეგმას შეესაბამება, რომლის რუსული გაზის ჩანაცვლების მიზნებშიც ბრიუსელმა სამხრეთ გაზის დერეფანი ჩასვა. ასევე, TAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას ურთიერთგაგების მემორანდუმიც გულისხმობს, რომელსაც ივლისის შუა რიცხვებში აზერბაიჯანის მთავრობამ და ევროკომისიამ მოაწერეს ხელი.

 

რაც შეეხება გამტარუნარიანობის გაორმაგების დაფინანსებას, ლუკა შიპატი აცხადებს, რომ მთლიანი ინვესტიციის, ანუ 1,2-1,3 მლრდ ევროს 75%-ს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გაიღებს, დარჩენილ ნაწილს კი ფინანსური ინსტიტუტები დააფინანსებენ.

 

„EBRD მზად არის, დაგვეხმაროს, თუ გაფართოების პროექტი ენერგეტიკული უსაფრთხოების მოთხოვნებსა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის გეგმას დააკმაყოფილებს,“ - ამბობს შიპატი.

 

მისი თქმით, გაზსადენის სიმძლავრე ახალი მილების გაყვანისა და იტალიაში ახალი სამუშაოების გარეშე გაიზრდება, რასაც მხოლოდ ახალი კომპრესორების დამონტაჟება ეყოფა საბერძნეთსა და ალბანეთში.

 

2021 წელს აზერბაიჯანმა საერთო ჯამში 19 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა, საიდანაც TAP-ით იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში 8,2 მილიარდი კუბური მეტრი გავიდა. აქედან 6,8 მილიარდი კუბური მეტრი მხოლოდ იტალიას მიეწოდა. წელს აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი 22-23 მილიარდ კუბურ მეტრამდე არის პროგნოზირებული, საიდანაც TAP-ით ევროპისთვის მიწოდებული მოცულობა 11,5 მილიარდ კუბური მეტრს შეადგენს.

 

გაზსადენი შაჰ-დენიზის საბადოდან წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო მისი გამტარუნარიანობა სიმძლავრის გაორმაგების, ანუ წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.

 

 

 

bpn


თეგები:
TAP



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up