ტაქსების რეფორმის მესამე ფაზა წლის ბოლოს დაიწყება,- ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მესამე ფაზა მომსახურების ხარისხსა და ტაქსების ბაზარზე ეკონომიკურ პირობებს გააუმჯობესებს.
„დასასრულებელია შიდა სამუშაოები, რაშიც პირადად ვარ ჩართული. კომუნიკაცია გვექნება სერვისის გამწევ კომპანიებთან. რა პირობებს შეიცავს რეფორმა, ამაზე ახლა არ ვისაუბრებ. მესამე ფაზა მიმართული იქნება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ტაქსის ბაზარზე ეკონომიკური ღირებულების გაუმჯობესებაზე“,- აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
ცნობისთვის, დედაქალაქში ტაქსების რეფორმა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. ტაქსით მომსახურება ლიცენზიის გარეშე აკრძალულია. 2019 წლის 1 ოქტომბრიდან რეფორმის შემდეგი ეტაპი ტაქსის ფერს შეეხო და მანათობლების მქონე ტაქსები მხოლოდ თეთრი ფერის გახდა.
businessformula.ge