„ტარიფები არაადეკვატურია“ – ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელი ახალი კოვიდ-ტარიფების შესახებ

„ტარიფები არაადეკვატურია“ – ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელი ახალი კოვიდ-ტარიფების შესახებ

access_time2022-08-25 09:00:00

სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული კოვიდ-ტარიფები არაადეკვატურია. ამის შესახებ jandacva.ge-ს “ჯანდაცვის ასოციაციის” საბჭოს თავმჯდომარემ მაია მახარაშვილმა სახელმწიფოს მიერ დადგენილი, კოვიდის მართვის ახალი ტარიფების შესახებ კომენტარისას განუცხადა.


კერძოდ, მთავრობის დადგენილების თანახმად, გადაუდებელ ამბულატორიაში (24-საათიანი დაყოვნებით) მოხვედრის შემთხვევაში კოვიდ-პაციენტზე 150 ლარია განსაზღვრული. როგოც მაია მახარაშვილი განმარტავს, გადაუდებელი ამბულატორია გულისხმობს პაციენტზე დაკვირვებას, პირველადი ანალიზების ჩატარებას და კონსულტაციას, რის შემდეგაც პაციენტს ბინაზე უშვებენ. ამ მომსახურებიოს ხარჯები კი შესაძლოა 150 ლარამდე არც ავიდეს. რაც შეეხება ჰოსპიტალურ მკურნალობას, თერაპიული განყოფილების შემთხვევაში ახალი დადგენილებით ერთი კოვიდ-პაციენტისთვის 950 ლარია განკუთვნილი, რეანიმაციულში კი 4500 ლარი. ესაა ჯამური თანხა და ის დღეების მიხედვით განსაზღვრული არ არის, რაც, ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენლის განცხადებით, არასწორია.


„სხვა დაავადებებისგან განსხვავებით, როდესაც რეანიმაციაში ყოფნის თანხა დღიური ტარიფით ანაზღაურდება, კოვიდის შემთხვევაში დღიური ტარიფი განსაზღვრული არ არის, არადა დელტა-შტამის გავრცელების პერიოდში ყოფილა შემთხვევები, რომ ერთი პაციენტის მკურნალობა 50 ათასი ლარიც კი დამჯდარა. საშუალოდ, პაციენტის მკურნალობისთვის 4-5 დღეა საჭირო, თუმცა რაც შეეხება რეანიმაციას, მძიმე პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში 3 კვირა და ორი თვეც კი დარჩენილან. ახლა რადგან ომიკრონზეა საუბარი, რომელიც მსუბუქი მიმდინარეობის ვირუსად მიიჩნევა, თუ პაციენტი მაინც ხვდება რეანიმაციაში, ეს ნიშნავს, რომ მას სხვა გართულებებიც აქვს და ამიტომ შეიძლება რეანიმაციაში დიდხანს დარჩენა დასჭირდეს. დღიური ანაზღაურება ასეთ სიტუაციას ასე თუ ისე „ერევა,“ ფიქსირებული ტარიფი კი არაადეკვატურად მიმაჩნია,“ – აღნიშნა მაია მახარაშვილმა.



მისივე განმარტებით, მთავრობის დადგენილების თანახმად, ომიკრონის გართულების (მაგალითად ინსულტი) მკურნალობის ღირებულების ანაზღაურება აღნიშნული დაავადების კოდების მიხედვით ხდება, კოვიდის ტარიფი კი ასეთ შემთღხვევაში ნახევრდება.


jandacva.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up