TasteAtlas-მა საუკეთესო სოსისების ტოპ 50-ში ქართული კუპატი შეიყვანა. მას ამ სიაში 30-ე ადგილი უჭირავს.
TasteAtlas-ი წერს, რომ კუპატი ცხარე ქართული სოსისია, რომელიც ღორის ან საქონლის ხორცით, ხახვითა და ისეთი არომატიზატორებით, ანუ საკაზმებით მზადდება, როგორიცაა — შავი პილპილი, დარიჩინი, ნიორი, მარილი და ქინძი. ის განსაკუთრებით პოპულარული კავკასიის რეგიონშია. კუპატს სუფრაზე მიტანამდე ყველაზე ხშირად წვავენ. მისი სერვირება ხდება მჟავე კომბოსტოთი ან დაჭრილი ხახვით, ქორფა ქინძითა და ბროწეულის მარცვლებით.
მსოფლიოს საუკეთესო სოსისების ათეულში 4 გერმანული სოსისია და 2 - ესპანური.
ათეული ას გამოიყურება:
10. ესპანური Botifarra
9. პორტუგალიური Alheira
8. ინგლისური Black Pudding
7. გერმანული Blutwurst
6. თურქული Sucuk
5. გერმანული Leberwurst
4. იტალიური Salsiccia
3. გერმანული Weißwürste
2. გერმანული Bratwurst
1. ესპანური Chorizo