TBC GAPITAL - ის მონაცემების მიხედვით, აგვისტოს მესამე კვირაში, წინა კვირასთან შედარებით თბილისში, საცხოვრებელ ფართებზე ტრანზაქციების უმნიშვნელო შენელება დაფიქსირდა. ასევე შენელდა საცხოვრებელ ფართებზე გარიგებებიც. ინავდროუად, შემცირებულია იპოთეკური სესხების წლიური მაჩვენებელიც.
TBC Capital - ის მაჩვენებლების მიხედვით, 1-21 აგვისტოს პერიოდში ახალი იპოთეკური სესხების გაცემა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა და წლიურმა შემცირებამ კი -3% შეადგინა.
რაც შეეხება 1-18 აგვისტოს პერიოდში თბილისში საცხოვრებელ უძრავი ქონების ტრანზაქციებს, აღნიშნულ პერიოდში მათი რაოდენობაც შენელდა, თუმცა წლიურმა ზრდამ +23% შეადგინა.
რაც შეეხება არარეზიდენტების მიერ უნაღდო ანგარიშსწორებას, ეს მაჩვენებელი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით მაღალია.
1-20 აგვისტოს პერიოდში თიბისი ბანკის არხებით არარეზიდენტების მიერ უნაღდო დანახარჯების ზრდა შენელდა, თუმცა 2019 წელთან შედარებით 49% - ით მაღალ ნიშნულზე რჩება.