1-7 იანვრის პერიოდში, ჯამური უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი, TBC ბანკის არხებით, მცირედით შენელდა და წლიურად 10% შეადგინა. უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად მცირედით შემცირდა და ზრდა 20%-ს უტოლდება.
1-7 იანვრის პერიოდში, TBC ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების ორნიშნა ზრდის ტემპი შენარჩუნდა და ზრდამ წლიურად 13% შეადგინა. ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 347 ლარს გაუტოლდა.
1-7 იანვრის პერიოდში, არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი, TBC ბანკის არხებით, შენელდა მნიშვნელოვნად და 41% შეადგინა 2019 წელთან შედარებით.