8-14 იანვრის პერიოდში, უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, თიბისი ბანკის არხებით, გაიზარდა და ზრდის ტემპმა 44% შეადგინა, ხოლო ტრანზაქციის საშუალო ღირებულება შემცირდა და 98 ლარს შეადგენს.
სხვა საცალო მაღაზიებში უნაღდო დანახარჯების მოცულობა, თიბისი ბანკის არხებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და წლიურმა ზრდამ 8-14 იანვრის პერიოდში, 17% შეადგინა.