თბილღვინო: ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების პანდემიამდელ მაჩვენებელს წელს უნდა დავუბრუნდეთ

თბილღვინო: ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების პანდემიამდელ მაჩვენებელს წელს უნდა დავუბრუნდეთ

access_time2021-05-17 14:50:00

“თბილღვინოს“ 2021 წლის გეგმაში ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ზრდა და პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელზე დაბრუნებაა, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებლმა, ზურაბ მაგველაშვილმა „ბინესპარტნიორთან“ განაცხადა.


„შარშან თითქმის 60%–იანი ვარდნა გვქონდა ადგილობრივ ბაზარზე, წელს ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია და ჩვენი გეგმაა და ამის წინაპირობაც არსებობს, რომ გაყიდვების მაჩვენებლით პანდემიამდე პერიოდის, 2019 წლის გაყიდვებზე გავიდეთ.


საქართველოში ტურისტული ნაკადი მცირეა, ვცდილობთ გაყიდვების გუნდი გავაძლიეროთ. შევქმნით ონლაინ მაღაზია, რომელიც საინტერესო შთავაზებებს უკეთებს მომხმარებელს. ასევე, სავაჭრო ქსელებში თბილღვინოს პროდუქციის რაოდენობას ვზრდით და ვამატებთ ახალ პროდუქტებს. რაც შეეხება ფასებს, ექსპორტზე არ შეცვლილა, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე მცირედით მოიმატა,“– აღნიშნავს მარგველაშვილი.



პანდემიის მიუხედავად, ქართული ღვინის კომპანია “თბილღვინო“ მიყვება სამოქმედო გეგმას, ცდილობს გაყვეს იმ გზას რასაც ჰქვია ხარისხიანი მეღვინეობა, ყველა საფასო კატეგორიაში. ამასთან, კომპანია ახორციელებს ტექნოლოგიური განვითარების პროექტს. კომპანიამ პანდემიის პერიოდში ვენახების გაშენებით დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნა.


„პანდემიამ საკმაოდ ბევრი სირთულე და გამოწვევა შექმნა, რასაც გასული წლის განმავლობაში მივეჩვიეთ და ადაპტაცია განვიცადეთ. იმის მიუხედავად, რომ 2020 წელს საქართველოში გვქონდა მნიშვნელოვანი კლება, ექსპორტი პლიუსით დავასრულეთ, რამაც დააბალანსა საერთო მაჩვენებელი. 2021 წელს კი, როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივი ბაზრის გაყიდვების მაჩვენებლის გაუმჯობესებას ვგეგმავთ“– ამბობს, „თბილღვინოს“ დამფუძნებელი.


business-partner.ge


თეგები:
თბილღვინო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up