თბილღვინო სამხრეთ კორეის ბაზარზე  შესასვლელად ემზადება

თბილღვინო სამხრეთ კორეის ბაზარზე შესასვლელად ემზადება

access_time2022-10-12 14:00:12

„თბილღვინო“ სამხრეთ კორეის ბაზარზე შესასვლელად  ემზადება, ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“- ზე ისაუბრა. მისი თქმით, სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა და „თბილღვინო“ სამხრეთ კორეის ბაზარზე წლის ბოლომდე უნდა გამოჩნდეს.


მარგველაშვილმა ასევე ბაზრების დივერსიფიკაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ აქცენტი არსებულ პარტნიორებზე და მათთან თანამშრომლობის გაფართოებაზე კეთდება.

 

„პირველ რიგში აქცენტი, არსებულ პარტნიორებზე და მათთან ურთიერთობის გაფართოებაზე კეთდება, სადაც ჩვენ ძლიერად ვართ წარმოდგენილები.  ესენია, ყაზახეთი, ბალტიისპირეთი, პოლონეთი,  დიდი ბრიტანეთი თვიდან თვემდე  ახალ შესაძლებლობებს იძლევა. ჩვენ წელს ორ უმსხვილეს კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, ესენია  უმსხვილესი  სავაჭრო ქსელი   weight rose   და ძალიან დიდი კომპანია direct wines, რომელიც მსოფლიოში ღვინის მიწოდების მხრივ  ლიდერია.


ჩვენ ძალიან კარგი პერსპექტივები გვაქვს აზიაში. ვაგვირგვინებთ მოლაპარაკებას მსხვილ კორეულ სავაჭრო ქსელთან. შესაბამისად ეს ახალი  შესაძლებლობები გვიზრდის დიაპაზონს და ასპარეზს , რომელიც გვმატებს დამაჯერებლობას, რომ ჩვენი მასშტაბის კომპანია არსებობდეს რუსეთის  ბაზრის გარეშე.

 

რაც  შეეხება ჩინეთის ბაზარს, საკმაოდ დიდი ბაზარია, თუმცა მას თავისი სირთულეების აქვს,

 


ჩინეთშიც შევიძინეთ საინტერესო პარტნიორი, თუმცა ჩვენ გაცილებით უფრო დიდ პერსპექტივას ვხედავთ აზიიდან, კორეის და იაპონიის  ბაზარზე, სადაც აქტიურ სამუშაოებს და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კორეაში ქართულ ღვინო ბაზრის ძალიან დიდ  წილს დაიკავებს, რადგან მომხიბვლელობის თვალსაზრისით კორეა მსოფლიოში მეათე  ეკონომიკაა, მას აშშ-ს მერე ექსპერტები მეორე  ბაზრად ასახელებენ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

მარგველაშვილმა რუსეთის ბაზრის ჩანაცვლებაზეც ისაუბრა და  აღნიშნა, რომ ეს თეორიულად  შესაძლებელია და ამის გამოცდილება  ქართულმა ბაზარმა მაშინ მიიღო, როდესაც 2006 წელს რუსეთმა ბაზარი  ცალმხრივად  ჩაკეტა.

 

„რეალურად ბაზარი  ჩანაცვლებადია  მაგრამ  დღეს ისეთ მასშტაბებზე ვართ და იმდენად დამოკიდებულია  ქართული ბაზარი რუსეთის ბაზარზე, რომ მთლიან  ექსპორტი 60%-ი  რუსეთში გადის. ამის  ჩანაცვლება ძალიან მტკივნეული იქნება და ეს დროს მოითხოვს, მაგრამ პროცესი ეტაპობრივად დასაწყებია“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.


როგორც „კომერსანტს“ ღვინის  ეროვნულ სააგენტოში უთხრეს მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან სამხრეთ კორეაში ექსპორტირებულია 50 ათასამდე ბოთლი ღვინო - ზრდა გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 38%-ია.

 

სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, 2022 წლის იანვარ - აგვისტოში კორეაში 56,77 ათასი დოლარის ყურძნის ნატურალური  ქართული ღვინოები, ცქრიალა ღვინის გარდა,  გავიდა ექსპორტზე, ხოლო 2021 წელს საქართველომ კორეაში  გაიტანა როგორც  ყურძნის ცქრიალა ღვინოები, ასევე  ყურძნის  ნატურალური ღვინოები. უფრო კონკრეტულად  საქართველოდან კორეაში  6,02 ათასი  დოლარის  ღირებულების  ცქრიალა  ღვინო  გავიდა,  ხოლო   ნატურალური  ღვინოების  ექსპორტმა  400 .77 ათასი დოლარი  შეადგინა.




თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up