„თბილღვინო“ რუსეთის ბაზარზე ექსპორტს აჩერებს

„თბილღვინო“ რუსეთის ბაზარზე ექსპორტს აჩერებს

access_time2022-04-04 11:34:05

„თბილღვინომ“, ქართული ღვინის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა და ექსპორტიორმა კომპანიამ, მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, შეაჩეროს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზარს აქამდე კომპანიის წლიური გაყიდვების 21% ეკავა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზშია ნათქვამი.


„ბოლოდროინდელი მოვლენები და ამით გამოწვეული გლობალური წნეხი რუსეთის ეკონომიკურ სისტემაზე დიდ გავლენას ახდენს ბიზნესის მოლოდინებზე, გრძელვადიან პერსპექტივებზე და ზოგადად, დიდ ცვლილებას მოასწავებს ლოგისტიკურ ჯაჭვშიც. ამასთან, ვფიქრობთ, რომ სანქციები რუსეთის საბანკო და ფინანსურ სისტემაზე და ვალუტის დევალვაციის პროცესი კიდევ უფრო გაართულებს მომავალში ტრანზაქციების განხორციელებას.


უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების დღიდან, კომპანიაში ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა იმ რისკისა თუ ცვლილების განხილვა , მათ შორის რეპუტაციული რისკისაც, რომელიც, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ჩვენს კომერციულ მდგომარეობაზე“
, – აცხადებს ზურა მარგველაშვილი, „თბილღვინოს“ დამფუძნებელი.


კომპანიაში აცხადებენ, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რუსეთში და ზოგადად, რეგიონში რთული და არაპროგნოზირებადი სიტუაცია შეიქმნა, რაც რეპუტაციულ რისკთან ერთად, ბიზნესის წარმოებისთვის არახელსაყრელ გარემოს ქმნის.


კომპანიის სტრატეგია დღეს, ისევე როგორც წარსულში, აგებულია ბაზრების დივერსიფიცირებაზე, მაღალხარისხიანი და მოთხოვნადი პროდუქტის წარმოებაზე, ქართული ღვინის და „თბილღვინოს“ პოპულარიზებაზე.


„თბილღვინოს“ მიზანი ყოველთვის იყო, რომ ქართულ ღვინოს იცნობდნენ და აფასებდნენ მთელს მსოფლიოში. დღეისთვის, „თბილღვინო“ ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი ლიდერია, მისი პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს 30 ქვეყანაში. მიუხედავად ამისა ვაპირებთ სრულად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი, გავზარდოთ გაყიდვები არსებულ და ახალ ბაზრებზე, ასევე მოვნახოთ ალტერნატიული ლოგისტიკური არხები როგორც ექსპორტისთვის, ისე იმპორტისთვის“, – ამბობს გაგა მარგველაშვილი, „თბილღვინოს“ დამფუძნებელი.



მიუხედავად რეგიონში არსებული კრიზისისა, კომპანია აგრძელებს მუშაობას წარმოების გაფართოებაზე, კორპორაციული მმართველობისა და ხარისხის კონტროლის კიდევ უფრო გაუმჯობესებული მეთოდების დანერგვაზე, თანამედროვე ტექნოლოგიური თუ სხვა ტიპის სისტემების ბიზნესპროცესში ინტეგრირებაზე. ამ მომენტისთვის თბილღვინო მოლაპარაკებას აწარმოებს მსხვილ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რაც დიდ საინვესტიციო შესაძლებლობას იძლევა და კომპანიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ამ პროცესში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს არასტაბილური და რისკიანი ოპერაციების მინიმუმამდე დაყვანა.


კონფლიქტის დაწყების დღიდან „თბილღვინო” რეგულარულ კონტაქტზეა პარტნიორებთან უკრაინაში, რომ მათგან მოისმინოს ის ჰუმანიტარული საჭიროებები, რისი გადაჭრაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. კომპანიამ ომის პირველივე კვირაში გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინელ პარტნიორებთან.


ზურა მარგველაშვილი, „თბილღვინოს“ დამფუძნებელი: „მთავარი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და დახმარებაა. ჩვენ ვაგზავნით ჰუმანიტარულ ტვირთებს უკრაინაში, კომპანიისა და ჩვენი თანამშრომლების სახელით ვაკეთებთ დონაციას სპეციალურად შექმნილ ფონდებში და გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან თანამშრომლობის განახლებას.

“თბილღვინო” ქართული ღვინის მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.
“თბილღვინოს” ისტორია გასული საუკუნის 60-იან წლებში იწყება. 1962 წელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. დაარსებიდან დღემდე, თბილღვინომ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ლონდონის საერთაშორისო კონკურსებზე: Decanter World Wine Awards, International Wine Challenge და International Wine & Spirit Competition.


„თბილღვინოს“ ვენახების ფართობი 405 ჰექტარს შეადგენს. ვენახებში გაშენებულია სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიში და მდებარეობს ქინძმარაულის, მუკუზანის და წინანდლის მიკროზონებში. ჯამურად, თბილისში და კახეთის რეგიონში, „თბილღვინოში“ 500-მდე ადამიანი მუშაობს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up