ბილიში, სანზონაში ძლიერი ქარის შედეგად ავარიული შენობა ჩამოინგრა. დაზიანდა შენობასთან მდებარე ავტომობილიც, რომელიც ნანგრევებში მოყვა. არსებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტის შესახებ უკვე ინფორმირებულია ნაძალადევის გამგეობა, მათივე ცნობით, ჯგუფი უკვე გასულია ერწოს ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის აღსაწერად.
გარდა ამის, ქალაქის მაშტაბით ძლიერი ქარმა მოგლიჯა ხეები, სახურავები გადახადა შენობებს, რის შედეგადაც დაზიანდა ათეულობით მანქანა. როგორც თბილისი მერიამ "newsplus.ge" განუცხადა მსგავსი შემთხვევები ძირითადად გლდანში და დიღომში დაფიქსირდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ძლიერი ქარისგან გამოწვეული პრობლემების გამო 30- მდე ზარი შევიდა -ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა "newsplus.ge" განუცხადა.
newsplus.ge