პოპულარული იტალიური ჟურნალი The Good Life თბილისის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ფოტოგრაფ-ჟურნალისტმა ანდრეა ფორლანმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა.
სტატიაში თბილისის ტურისტულად საინტერესო ადგილები, დედაქალაქის ისტორია, კულტურა, არქიტექტურა, ძველი თბილისის ქუჩები, ქართული სამზარეულო და ღვინოა აღწერილი.
„თბილისში სადაც ეზოა, ყველგან ვაზია. ყოველივე ამის შემდეგ, არქეოლოგებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში რომ, ქრისტეს შობამდე დაახლოებით 6 000 წლით ადრე, ღვინო აქ დაიბადა. 524 ჯიშის ყურძენს შორის ყველაზე პოპულარული საფერავი, წითელი და ნახევრად ტკბილი ქინძმარაულია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ძალიან მოსწონს “, - წერს ანდრეა ფორლანი და სტატიას პიცისა და ხაჭაპურის ერთმანეთთან შედარებით აგრძელებს.
„მათთვის, ვისაც არასდროს სმენია ქართული სამზარეულოს შესახებ, უნდა იცნობდეთ ხაჭაპურს და ხინკალს. პირველი, ჩვენი პიცის კავკასიელი ბიძაშვილია. ნაკლებად რთული მოსამზადებელია იმერული ხაჭაპური. საოცრებაა თუ სულგუნი ყველით მოამზადებთ. მაგრამ მწვერვალი აჭარული წარმოშობის ხაჭაპურია – ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან. ნავის ფორმის ხაჭაპური, ცენტრში მოთავსებულ მდნარ ყველში ჩაძირული კვერცხის გულით, რომელსაც კარაქს უმატებენ, ძალიან ნოყიერია,“ - წერს სტატიის ავტორი.