თბილისი ანგელოზ ინვესტორთა მე-3 საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს

თბილისი ანგელოზ ინვესტორთა მე-3 საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს

access_time2022-07-14 10:55:26

ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის, ინვესტიციების მოზიდვისა  და ევროპის ქვეყნებთან ბიზნეს კავშირების გაღრმავების მიზნით, თბილისი, უკვე მესამედ, ანგელოზ (ადრეული ეტაპის) ინვესტორთა საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს.


ღონისძიება 15-16 ივლისს იმართება და ორგანიზებულია თბილისის მერიისა და ევროკავშირის ერთობლივი ბიზნეს აქსელერატორ “სპარკის”,  საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელ “აქსელის” და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ, აჭარა ჯგუფის, Grant Thornton Georgia-სა და Noxtton-ის მხარდაჭერით.


სამიტის ფარგლებში, საქართველოს ეწვევიან ევროპის ანგელოზ ინვესტორთა ქსელის (EBAN) წარმომადგენლები და ინვესტორები საბერძნეთიდან, სლოვენიიდან, საფრანგეთიდან და ესტონეთიდან. ვიზიტის მიზანია საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ინვესტორების დაინტერესებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით.


ვიზიტის პროგრამა მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლებთან, პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებს, პრეზენტაციებს, ნეთვორქინგსა და სპეციალურ “ფიჩინგ ვორკშოპს” (Pitching workshop) სტარტაპებისთვის. ღონისძიებებისას განიხილავენ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემას, ტექ-ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობებს, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამებსა და მათ როლს ინვესტირებისთვის სტარტაპების მომზადების პროცესში. “ფიჩინგ ვორკშოპი” კი წინასწარ დარეგისტრირებულ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ საკუთარი საინვესტიციო პროექტების წარდგენა ინვესტორების წინაშე.



ანგელოზ ინვესტორთა მესამე საერთაშორისო სამიტი თბილისში სასტუმრო რუმსსა და სტამბაში გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.


ანგელოზ ინვესტორთა ვიზიტი დედაქალაქში თანადაფინანსებულია თბილისის მერიისა და ევროკავშირის მიერ. ბიზნეს აქსელერატორი “სპარკი” და საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი“  მომავალშიც განაგრძობენ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს.


სტარტაპის დამფუძნებლები, რომლებსაც სურვილი აქვთ, “ფიჩინგ ვორკშოპის” ფარგლებში, საკუთარი კომპანიები წარადგინონ ქართველი და უცხოელი ინვესტორების წინაშე, უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/BRWa4n8QQeSj9pDG7.


სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართება Founder Institute-ის პანელური დისკუსია/ვორკშოპი სტარტაპების დაფინანსების თემაზე. ღონისძიებაზე გამოცდილი ვენჩერული კაპიტალისტები და ანგელოზ ინვესტორები დეტალურად განიხილავენ კომპანიისთვის ინვესტიციის მოზიდვის გზებს. ვორკშოპში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი დაინტერესებულ სტარტაპერს, ამ ბმულზე რეგისტრაციის შემდეგ:

https://fi.co/event/startup-finances-term-sheets-cap-tables-esops-angels-vcs-and-advisors.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up