გაცნობებთ, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ჩხეიძის ქ. 10 ის მიმდებარედ 24 იანვარს, 23:00 საათზე, თბილისი ენერჯი, ავარიულად დაზიანებული გაზმომარაგების ქსელის აღდგენის მიზნით სამუშაოებს იწყებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დროებით, ნაწილობრივ შეიწღუდება სატრანსპორტო მოძრაობა, , 25 იანვრის დილის 8 საათამდე.
კომპანია ბოდიშს გიხდით მძღოლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
თბილისის გაზმომარაგების ქსელის განახლება და რეაბილიტაცია თბილისი ენერჯის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია დედაქალაქის უწყვეტი და უსფრთხო გაზმომარაგებისთვის.