გეგმავს თუ არა „თბილის მოლი“ ერთი სართულის საოფისე ფართებისთვის დათმობას - როგორ უმკლავდებიან სავაჭრო ცენტრები პოსტპანდემიურ კონკურენციას

გეგმავს თუ არა „თბილის მოლი“ ერთი სართულის საოფისე ფართებისთვის დათმობას - როგორ უმკლავდებიან სავაჭრო ცენტრები პოსტპანდემიურ კონკურენციას

access_time2023-01-31 13:30:37

ქალაქში სავაჭრო ცენტრების რაოდენობის გაზრდის ფონზე, მოლებს მოიჯარეების მოსაზიდად მეტი ძალისხმევა სჭირდებათ. მათი ნაწილი ცდილობს ფართებს სხვა დანიშნულება შესძინოს.  „კომერსანტის“ ინფორმაციით, მათ შორისაა „თბილის მოლიც“, სადაც არსებობს იდეა, რომ ბოლო, მეოთხე სართულზე მაღაზიების ნაცვლად საოფისე ფართები განთავსდეს.



„თბილისი მოლში“ კომერსანტს კონკრეტული ცვლილების შესახებ არ დაუდასტურეს, თუმცა განაცხადეს, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.



„თბილისი მოლის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სავაჭრო ცენტრის დატვირთულობის მაჩვენებელმა 1%-ით  უკვე გადააჭარბა პანდემიამდელ მაჩვენებელს და ამ დროისთვის 85%-ია.  უახლოეს მომავალში იგეგმება კვების ზონის გაფართოება და რამდენიმე გასართობი ობიექტის დამატება. „თბილისი მოლში“ ამბობენ, რომ საფასო პოლიტიკა ამ ეტაპზე შეცვლილი არ არის და ქირის განაკვეთი თითქმის ყველა მოლში ერთი და იგივეა.

 



რაც შეეხება კონკურენციას, „თბილისი მოლში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე თბილისის ბაზარი სავაჭრო ცენტრებით საკმარისად გაჯერებული არაა და მომხმარებლის რაოდენობა ყველასთვის საკმარისია.

 


„თბილისი მოლში“ არის გარკვეული მაღაზიები, რომელიც მხოლოდ აქაა წარმოდგენილი, როგორიცაა Zara Home, Sunglass Hunt, Marks&Spencer და სხვები. ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება რამდენიმე ახალი ბრენდის დამატება. ზოგადად მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია,“- აცხადებენ თბილისი მოლის ადმინისტრაციაში.

 


გასულ წლებში, აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების ტურისტულ პაკეტებში ერთ-ერთი ლოკაცია „თბილისი მოლიც“ იყო. კომერსანტი დაინტერესდა, პოსტპანდემიურ პერიოდში როგორია „თბილისი მოლში“ ტურისტული ნაკადი აღმოსავლეთიდან და იმოქმედა თუ არა ამაზე კონკურენციამ.



„ჩვენ ვთანამშრომლობთ ბევრი ქვეყნის ტურისტულ სააგენტოსთან და პერიოდულად ვუკეთებთ მათზე მორგებულ შეთავაზებებს, რაც ტურისტების მუდმივ ნაკადს უზრუნველყოფს. პანდემიის პერიოდში, ისე როგორც ყველგან, შემცირებული იყო ეს ნაკადი, თუმცა ამ ეტაპზე სრულად აღდგენილია,“ -  აცხადებენ „თბილისი მოლში“.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up