„თბილისი მოლში“ HAUCK-ის მაღაზია დაიხურა

„თბილისი მოლში“ HAUCK-ის მაღაზია დაიხურა

access_time2021-09-20 17:40:00

პანდემია საბავშვო პროდუქციის მაღაზიათა ქსელებზეც ნეგატიურად აისახა.

საქართველოში გერმანული კომპანია Hauck-ის დირექტორი მალხაზ სამხარაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო კომპანიას მიმდინარე წლის ივლისში ორი მაღაზიიდან ერთის დახურვა (თბილისი მოლი) მოუწია.

მისი ინფორმაცით, ამჟამად კომპანია მხოლოდ ერთი, საბურთალოზე მდებარე მაღაზიითაა წარმოდგენილი და თავის გადარჩენის რეჟიმში მუშაობს.

როგორც სამხარაძე განმარტავს, კომპანიის გაყიდვები პანდემიამდელ მაჩვენებელს დაახლოებით 25-30%–ით ჩამორჩება.

მისი ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში დამძიმებულია სოციალურ-ეკონომიკური ფონი და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირებულია, მომხმარებელი საბავშო პროდუქციაზე მაინც არ ზოგავს.


„2019 წელთან შედარებით გაიზარდა ფასებიც, როგორც შეიცვალა ევროს კურსი, ისე იცვლება ჩვენთანაც პროდუქციის ღირებულება. მაქსიმალურად ვცდილობთ მოგების საკმაოდ დაბალ მარჟაზე ვიმუშაოთ, თბილისი მოლშიც იმიტომ დავხურეთ მაღაზია, რომ რეალურად, ეს ობიექტი მოგებაზე საერთოდ ვერ გადიოდა, ანუ აზრი არ ჰქონდა მუშაობას,“ - აცხადებს სამხარაძე.

გერმანული კომპანია Hauck-ი 95 წელია საბავშვო პროდუქცას აწარმოებს, რომელიც მზადდება ანტიალერგიული მასალებით და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ესენია: ეტლები, სკამ მაგიდები, მანეჟები და სხვა. ბრენდი 50 ქვეყანაში იყიდება, საქართველოში კი 2007 წლიდან შპს „გი&ნი“ წარმოადგენს. ამ ეტაპზე კომპანია, საქართველოში 3 გერმანულ ბრენდს - Hauck-ის, Altabebe-ს და Osann–ს აერთიანებს.



business-partner.ge


თეგები:
მაღაზია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up