COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, კომპანია „რითეილ გრუპ ჯორჯია“ წლის ბოლომდე ქართულ ბაზარზე კიდევ ერთ ბრენდს შემოიყვანს.
ქალის მაღალ ხარისხიანი სამოსი ბრენდი Ipekyol-ის მაღაზია თბილისი მოლში წლის ბოლომდე გაიხსნება.
როგორც კომპანიის დირექტორი რეზო მაღალაშვილი ბიზნესპარტნიორთან ამბობს, პანდემიამ კომპანიის გეგმები შეცვალა, გადაიდო მაღაზიების გახსნა ბათუმსა და ქუთაისში.
“მაღაზიების გახსნა იგეგმებოდა თბილისში, უნდა შემოგვეყვანა ახალი, საინტერესო ბრენდები, თუმცა რიტეილ სექტორი დაპაუზებულია და ეს პროცესი გადავდეთ 2021 წლისთვის. Ipekyol-ს მაინც შემოვიყვანთ”, – განაცხადა მაღალაშვილმა.
“რითეილ გრუპ ჯორჯია” საქართველოში Zara-ს, Massimo Dutti-ს, Bershka-ს, Marks&Spenser-ის და სხვა ცნობილი ბრენდის წარმომდგენია.
„ბიზნესპარტნიორი“