თბილისი Nomad List-ის მონაცემებით საცხოვრებლად, სამუშაოდ და დისტანციურად მოგზაურობისთვის 100 საუკეთესო ქალაქს შორის მე-9 ადგილზეა.
ციფრული მომთაბარეების ტოპ ქალაქები მომთაბარე ქულის მიხედვით დასახელდა, სადაც ყველაზე დიდი ღირებულება ენიჭება ცხოვრების ღირებულებას, კლიმატს, ინტერნეტის სიჩქარეს და უსაფრთხოებას. სხვა ინდიკატორები გულისხმობს ეთნიკური და LGBTQ+ - ის მიმართ კეთილგანწყობას, ჰაერის ხარისხის და ღამის ცხოვრების ხარისხის შეფასებას.
აღსანიშნავია, რომ საიტის ინდექსები მუდმივად იცვლება, რადგან მონაცემები ყოველ ათ წუთში ახლდება.
2014 წელს გამოშვებული Nomad List-ს ჰყავს 10000-ზე მეტი წევრი, რომლებიც რეგულარულად აწვდიან უკუკავშირს რეალურ დროში. ინდექსი ასევე იყენებს გაეროს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საჯარო მონაცემებს დემოგრაფიის, დანაშაულის, უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სტატისტიკისთვის. სიაში ასევე შედის რამდენიმე კუნძული და საკურორტო მიმართულება, რომელიც პოპულარულია დისტანციური მუშაკებით.
Nomad List 2014 წელს ამუშავდა და მას 10 000-ზე მეტი წევრი ჰყავს, რომელიც საიტს უკუკავშირს რეალურ დროში უზიარებენ. ინდექსი იყენებს გაეროს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საჯარო მონაცემებს დემოგრაფიის, დანაშაულის, უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სტატისტიკისთვის. სიაში ასევე შედის, რამდენიმე კუნძული და საკურორტო მიმართულება, რომელიც დისტანციური სამუშაოსთვის პოპულარულია.
თაკო კვაჭანტირაძე