„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მხარდაჭერით, ახალი გერმანულენოვანი თარგმანები, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარდგება

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მხარდაჭერით, ახალი გერმანულენოვანი თარგმანები, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარდგება

access_time2021-10-01 17:40:00

20-24 ოქტომბერს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მხარდაჭერით, მწერალთა სახლის ორგანიზებითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ლიტერატურული პროგრამით წარდგება.

„მსოფლიო პანდემიამ საგამომცემლო სექტორზე დიდი გავლენა მოახდინა, რაზეც ისიც მოწმობს, რომ შარშან, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა, არ ჩატარებულა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სტენდი წლევანდელ ბაზრობაზე არ იქნება წარმოდგენილი, ქართველ ავტორებსა და ახალ თარგმანებს მსოფლიო მკითხველი მაინც გაეცნობა, რასაც დიდ მხარდაჭერას გავუწევთ“, - ამბობს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

„ქართველი ავტორების მიმართ ინტერესი არ ნელდება. გერმანელი, ავსტრიელი, შვეიცარელი გამომცემლები, კვლავ გამოსცემენ ქართული ლიტერატურის თარგმანებს. ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და ჩვენც განსაკუთრებულად ვემზადებით ჩვენს პარტნიორებთან და მკითხველებთან შესახვედრად“, - ამბობს მწერალთა სახლის დირექტორი, ნატა ლომოური.

გერმანიაში არსებული კოვიდრეგულაციების გამო, საქართველო ბაზრობაზე ტრადიციული სტენდით არ იქნება წარმოდგენილი, ამიტომ მხოლოდ ავტორთა და მათი ახალი თარგმანების გაცნობით შემოვიფარგლებით.

• 21 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფესტივალ Bookfest City-ს ფარგლებში, აკა მორჩილაძე, გერმანულენოვან მკითხველს, თავისი წიგნის, „ძველი გულებისა და ხმლისას“ ახალ თარგმანს წარუდგენს. ღონისძიების მოდერატორი ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი, Frankfurter Allgemeine Zeitung-ის კულტურის განყოფილების რედაქტორი, ტილმან შპრეკელსენი იქნება.


• 22 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წლევანდელი საპატიო სტუმარი ქვეყნის, კანადის პავილიონში, აკა მორჩილაძისა და კანადელი ავტორის, პოლ სისკვესისის შეხვედრა გაიმართება თემაზე, „ენებისა და კულტურის დაცვა და შენარჩუნება – როგორები ვიყავით“.

• 23 ოქტომბერს, ყოველწლიური ლიტერატურული ფესტივალი LiteraturBahnhof-ი, ფრანკფურტის წიგნის სახლში, ლაშა ბაქრაძეს უმასპინძლებს, რომელიც გერმანელ მკითხველს ქართველი მწერლების უახლეს გერმანულენოვან თარგმანებს წარუდგენს.

• 5 ოქტომბრიდან, ლიტერატურულ ტურის ფარგლებში, აკა მორჩილაძე შეხვედრებს გამართავს შვეიცარიასა და გერმანიაში. ტური ციურიხის ლიტერატურის სახლში, ქართული კულტურის ინტერდისციპლინარული ფესტივალის, „ხიდი: ციურიხი – თბილისი“ ღონისძიებით დაიწყება და მიუნხენის ლიტერატურის სახლსა და ნიურნბერგის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, მკითხველთან შეხვედრებით გაგრძელდება.

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.


imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up