თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი თიბისი კონცეფტთან პარტნიორობით იმართება

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი თიბისი კონცეფტთან პარტნიორობით იმართება

access_time2022-11-28 13:20:47

თიბისი კონცეპტის პარტნიორობით და კინოხელოვნების ცენტრ «პრომეთეს“ ორგანიზებით, წელს თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 4-დან 11 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალი 4 დეკემბერს, 19:00 სთ-ზე კინოთეატრ ამირანში, პოლონელი რეჟისორის,  აგნეშკა ჰოლანდის ფილმით «მისტერ ჯონსი» (2019 წ.) გაიხსნება.  ფესტივალის საზეიმო დახურვა და  დაჯილდოება კი,  10 დეკემბერს შედგება. დახურვაზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი «როქსი» (2022 წ.). ფილმის დახურული კინოჩვენება სპეციალურად თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის გაიმართება.


დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და მათ გადაეცემათ ფესტივალის პრიზი - „ოქროს პრომეთე“.  ქართული ფილმების   საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილია  6 სრულმეტრაჟიანი და 10 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ასევე, 8 სრულმეტრაჟიანი და 7 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.  

 

კინოფესტივალის ფარგლებში, 5 დეკემბერს,  თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, უმასპინძლებს ცნობილ რეჟისორ აგნეშკა ჰოლადთან შეხვედრას.

ფესტივალის საკონკურსო ფილმებს კი, საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.  გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციაში:

 

  • საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
  • საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

 

რაც შეეხება ჟიურის, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს სხვადასხვა შემადგენლობა შეაფასებს.

 

მხატვრული ფილმების ჟიური:

 

ჯული ბერტუჩელი (საფრანგეთი)


ენცო პორჩელი ( იტალია)

სადაფ ფოროღი (ირანი)

 

დოკუმენტური ფილმების ჟიური:

ალის აგნესკირხნერი (გერმანია)

ჰარუტუნ ხაჩატრიანი (სომხეთი)

ოლენა იერშოვა ( უკრაინა)

 

საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს  ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს შემდეგ სექციებში:

 

  • ევროპული ფორუმი
  • ოსკარის მაძიებლები
  • ჰორიზონტები
  • დამზადებულია გერმანიაში
  • ქვეყანა ფოკუსში-რუმინეთი
  • უკრაინა: თავისუფლების ფერები
  • რეჟისორი ფოკუსში-აგნეშკა ჰოლანდი
  • ინიციატივა DOCA
  • აპოლო: კინოს მეხსიერება
  • განსაკუთრებული სეანსები
  • ქართული პანორომა

საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გასცემს პრიზს “ადამიანის უფლებები კინოში”. აღნიშნული ჯილდო დაწესდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება. ფესტივალის ფარგლებში ადამიანის უფლებების საუკეთესოდ ამსახველ თემატიკაზე ნომინირებულია 10 ფილმი, რომელთაგან ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ფილმი დაჯილდოვდება ევროკავშირის პრიზით.


თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების პროექტების წარდგენას ინდუსტრიულ პლატფორმაზე. თითოეულ კატეგორიაში წინასწარ შეირჩევა მაქსიმუმ 7 პროექტი. შერჩეული პროექტების საჯარო წარდგენა (ფიჩინგი) ჩატარდება 8 და 9 დეკემბერს. პროექტებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდება 10 დეკემბერს, კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალზე.

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი , ქალაქ თბილისის მერია,  გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, რუმინეთის კულტურის ინსტიტუტი, შვედეთის საელჩო, ისრაელის საელჩო, იტალიის საელჩო, ესპანეთის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, ავსტრიის საელჩო, რუმინეთის საელჩო,  ბრაზილიის საელჩო, ევროკავშირი

თბილისის საერთაშორისო კინოსფეტივალის სპონსპორია- თიბისი კონცეპტი, სასტუმრო "რუმსი" ,  მასტერქარდი, სასტუმრო «პულმანი», Terminal • ტერმინალი,  VISMINO  და «ბორჯომი»

28 ნოემბრიდან, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეიძინონ კინოფესტივალის აბონიმენტი და დაესწრონ ყველა იმ კინოჩვენებას რომელიც კინოთეატრ ამირანის დიდ დარბაზში გაიმართება. აბონიმენტის შეძენა მოხდება კონცეპტ ასისტენტის მეშვეობით

1 დეკემბრიდან, ცალკეული ბილეთები გაიყიდება tkt.ge-ს ვებგვერდსა და კინოთეატრ ამირანის სალაროებში.

 (R)


თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up