თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უკვე მეორედ, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს პირველად ACI-ის „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერთიფიკატი მიენიჭათ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი „TAV Georgia“ ავრცელებს.
„აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის სერთიფიკატი, აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) მიერ, აეროპორტში დანერგილი ჯანმრთელობის ზომებისა და პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გაიცემა.
აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI), აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის პროგრამა ადასტურებს, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ACI-სა და ICAO-ს რეკომენდაციებით, უზრუნველყოფენ მგზავრებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.