რუსთაველზე სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi-ს გახსნის თარიღი ისევ უცნობია

რუსთაველზე სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi-ს გახსნის თარიღი ისევ უცნობია

access_time2022-11-16 14:00:22

თბილისის ცენტრში სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi-ს ოპერირების დაწყების თარიღი ისევ უცნობია. რუსთაველის გამზირის #30-ში მდებარე იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა „რუსთაველი ფროფერთიმ“ სახელმწიფოსგან 2012 წელს 13 მლნ ლარად შეიძინა.


როგორც „კომერსანტს“ „რუსთაველი ფროფერთის“ დირექტორმა მინდია გადაევმა უთხრა, კომპანიას ვადებთან დაკავშირებით ვალდებულებები არ გააჩნია და შესაბამისად კომპანიაც საკუთარი ბიზნესგეგმის და გათვლების მიხედვით ახორციელებს პროექტს.


„ჯერჯერობით პროექტის დასრულების ვადებს ვერ ვაზუსტებთ. კომპანიას პროექტის ვადებთან დაკავშირებით არავის წინაშე ვალდებულება არ გააჩნია. ამიტომაც საქმეს როგორც სჭირდება ისე მივყვებით.


ვნახეთ, რომ პანდემიამ სერიოზული დაღი დაასვა მაღალი კლასის სასტუმროებს. დღემდე, სტატისტიკას თუ გადახედავთ მოგზაურების სტატისტიკა კი გაიზარდა, შემოსავლებიც გაიზარდა, მაგრამ ამ სეგმენტში ჯერ კიდევ ვერ არის აღდგენილი სრულად. შესაბამისად, რომ გითხრათ, კარგი დრო არის დღეს - არა. ალბათ რამდენიმე წელიწადში გამოსწორდება და ბიზნეს მოგზაურების ვიზიტები საქართველოში გაიზრდება. შესაბამისად ჩვენც მაგ პერიოდისთვის მზად ვიქნებით“, - განუცხადა „კომერსანტს“ მინდია გადაევმა.



„რუსთაველი ფროფერთის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ Hyatt Regency Tbilisi-ს პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.


„მიუხედავად პანდემიისა ჩვენ სამუშაოები არ გაგვიჩერებია. უფრო მეტიც, ძირითადი მშენებლობა პანდემიის დროს განხორციელდა და ე.წ. კონსტრუქციული სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია. დღეისათვის მიმდინარეობს სახურავის მოპირკეთების, თბოიზოლაციის, ფანჯრების დამზადების, ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოები“, ამბობს გადაევი.


მისი თქმით, Hyatt Regency Tbilisi 180 სასტუმრო ნომერზე გათვლილი სასტუმრო იქნება.


„თავდაპირველად სასტუმროს 170 ნომერზე გვქონდა გათვლა და როგორც ჩანს საბოლოოდ 180 სასტუმრო ნომერი იქნება. ეს არის მაღალი კლასის სასტუმრო ნომრები. ასევე სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსდება აუზი, ბარი და ორი რესტორანი, შეხვედრების ოთახი და შეხვედრების დარბაზი. ანუ რაც საჭიროა მაღალი კლასის სასტუმროსთვის ყველაფერი იქნება.
მშენებლობის დაწყებამდე Hyatt-თან საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა და ყველაფერი Hyatt-თან შეთანხმებით გაქვს შესრულებული“, აცხადებს „რუსთაველი ფროფერთის“ დირექტორი.


რაც შეეხება ინვესტიციას, პროექტის განხორციელება „რუსთაველი ფროფერთის“ დაახლოებით 60 მლნ დოლარი უჯდება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up