თბილისის „დინამოში“ სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. ამის მიზეზი კლუბის განვითარებისთვის გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯები და საკადრო პოლიტიკის შეცვლაა.
კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას გადაწყვეტილებით, მოხდება მენეჯმენტისა და საკვანძო პოზიციების ოპტიმიზაცია. რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ „დინამოს“ მართვას დირექტორთა საბჭო დაიწყებს, სპორტის მიმართულებას კი ახალი სპორტული დირექტორი ჩაიბარებს.
მისი მოვალეობა მთავარი გუნდის დაკომპლექტებისა და შედეგების გაუმჯობესების გარდა, აკადემიაში გასატარებელი ცვლილებებისა და სტრუქტურის ფორმირება იქნება.
რეორგანიზაცია 1-ელ სექტემბრამდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც რომან ფიფია პრეს-კონფერენციას გამართავს და გუნდთან დაკავშირებით ყველა აქტუალურ თემაზე დეტალურად ისაუბრებს.
imedinews.ge