კომერსანტის ექსკლუზივი: აზერბაიჯანელი ინვესტორები მთაწმინდაზე $30–მილიონიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებენ

კომერსანტის ექსკლუზივი: აზერბაიჯანელი ინვესტორები მთაწმინდაზე $30–მილიონიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებენ

access_time2021-08-10 13:00:45

თბილისის ისტორიული უბანში, მთაწმინდაზე, მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. 6 000 კვ.მ-ზე „ჰილტონის“ ბრენდის სასტუმროსა და საოფისე ბლოკის მშენებლობა იგეგმება. მასშტაბურ პროექტს შპს „სიტი პლაზა“ ახორციელებს. კომპანია ახლა დედაქალაქის მთავრობასთან ესკიზის შეთანხმებას ცდილობს. სამ უარის შემდეგ ინვესტორი არქიტექტურის სამსახურისგან დადებით პასუხს ელოდება. როგორც „კომერსანტს“ პროექტის მთავარმა არქიტექტორმა, შპს „არტსტუდიო პროექტის“ დამფუძნებელმა გიორგი სულაბერიძემ აცნობა, ისტორიულ საბჭოს შენობის მოცულობასთან და სიმაღლეებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები ჰქონდა, რომელიც არქიტექტურულმა ოფისმა გაითვალისწინა. მისი თქმით, განახლებული პროექტი უკვე ატვირთულია.

 



არქიტექტორი გვიყვება, რომ პროექტზე მუშაობა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიყო. მისი თქმით, ტერიტორია დედაქალაქის ისტორიული უბნის მნიშვნელოვან არეალში, ინგოროყვას, ჩაიკოვსკის და იაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს და ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი განაშენიანების მქონე შენობებითაა გარშემორტყმული. გიორგი სულაბერიძე ამბობს, რომ პროექტი, თავისი ადგილმდებარეობიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, „არტსტუდიო პროექტისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, არქიტექტურულ ოფისში უნდათ, რომ თბილისს კიდევ ერთი, ღირშესანიშნავი შენობა შეემატოს.

 



„თავდაპირველად ნაკვეთზე პირველი სახანძრო რაზმის შენობა იყო თბილისში, რომელიც მთელ ქალაქს გადაჰყურებდა. შემდეგ ტერიტორიაზე ე.წ. ცეკას სასტუმრო უნდა აშენებულიყო, თუმცა პროექტი გაჩერდა და 30 წელია შენობის საძირკველია დარჩენილი.  ახლანდელი კონცეფციით გვინდა დაახლოებით ის კონფიგურაცია გავიმეორეთ, რაც ისტორიულ შენობას ჰქონდა. მოცემული ესკიზი წარმოადგენს ადგილის სახასიათო და ისტორიულ მეხსიერებაზე დაყრდნობით თანამედროვე შენობის მოცულობით გადაწყვეტას. გამოვიყენებთ იმ პარამეტრებს რაც მინიჭებული აქვს, რა თქმა უნდა ისტორიული განაშენიანების დაცვით. პროექტით გათვალისწინებულია 2 ბლოკის მშენებლობა. ერთი იქნება სასტუმრო, ალბათ ჰილტონი, ხოლო მეორე საოფისე ბლოკი, რომელთაც პარკინგი და საზოგადოებრივი შენობები გააერთიანებთ“, - გვიყვება გიორგი სულაბერიძე.

 




„არტსტუდიო პროექტის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ საოფისე და სასტუმროს შენობა დაყოფილია სხვადასხვა ფერის მოცულობებით, რაც, მისი თქმით, ასევე ეფუძნება სახანძრო რაზმის მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებულ ლეგენდას და ადგილის ისტორიულ ხასიათს გამოხატავს.

 



თბილისი, განსაკუთრებით ისტორიული ნაწილი, მრავალფერია. დიდი ყურადღება ფასებდებს და მათ ხარისხს დაეთმობა. შენობების ფერადოვანი ფასადი შესრულებული იქნება მაღალი ხარისხის სხვადასხვა შეფერილობის ტერაკოტას შეკიდული საფასადე სისტემით, რაც უზრუნველყოფს ჩადებული არქიტექტურული იდეის მაღალი ხარისხით შესრულებას. ასევე თვითონ სასტუმრო იქნება ძალიან მაღალი დონის. ჩვენი ვფიქრობთ, რომ მომავალში მიმდებარე შენობების რესტავრაცია დაიწყება, რა დროსაც საკმაოდ კარგი უბანი შეიქმნება“, - ამბობს არქიტექტორი.

 



პროექტის განხორციელებას 2-3 წელი დასჭირდება. მისი სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება კი დაახლოებით $30 მლნ იქნება.

 

რაც შეეხება შპს „სიტი პლაზას“, კომპანიის დირექტორი და 60% წილის მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე ტალეხ გასიმოვია, ხოლო 40% ასევე აზერბაიჯანის მოქალაქეს შამამა გასიმოვას ეკუთვნის.

 



ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up