თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, კახა კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარამეტრების გაუმჯობესებას გეგმავს

თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, კახა კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარამეტრების გაუმჯობესებას გეგმავს

access_time2021-09-13 13:20:00

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მისი არჩევის შემთხვევაში, საზოგადოებას მუნიციპალური ავტობუსების რაოდენობის ზრდას, სატრანსპორტო დერეფნების მოწყობას, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების სისტემის ამოქმედებას და შედეგად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სიჩქარისა და ტევადობის გაზრდას პირდება.


მისივე თქმით, დაპირებისამებრ, წელსვე დასრულდება მიკროავტობუსების პარკის განახლება.


„380 ახალი ავტობუსი შეემატება თბილისს. აქედან 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი იქნება, ხოლო მომავალ წელს ვაპირებთ, შევისყიდოთ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. ათი სატრანსპორტო დერეფანი იქნება ქალაქში, რომელზეც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეძლებს სწრაფ და შეუფერხებელ გადაადგილებას შესაბამისი საავტობუსე ზოლების საშუალებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების დეტალებზე თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა.


„კახა კალაძის გუნდმა ბოლო 4 წლის განმავლობაში მოახერხა 536 სრულიად ახალი ავტობუსის შესყიდვა და ქალაქში შემოყვანა. ჩვენ ამით მთლიანად ჩავანაცვლეთ ყვითელი ავტობუსები. ჩვენი მიზანია, მომდევნო 4 წლის განმავლობაში შევიძინოთ დამატებით 380 ერთეული ავტობუსი, რათა კიდევ უფრო კომფორტული და მოქნილი გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.


მისივე თქმით, წლის ბოლომდე დასრულდება ქალაქში 1000 ახალი მიკროავტობუსის შემოყვანა.



„რაც შეეხება მიკროავტობუსების მძღოლებს. მათი შემოსავალი ხელფასის სახით იქნება, რაც უფრო სტაბილური იქნება პირადად მათთვის. უფასო, 90-წუთიანი გადაჯდომის რეჟიმი გავრცელდება ყველა მიკროავტობუსზე, როგორც დღეს გვაქვს 300 ახალ მიკროავტობუსზე“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.


ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2023 წლიდან ამოქმედდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაფარვის ახალი ქსელი და იქამდე დასრულდება ათი სწრაფი სატრანსპორტო დერეფნის მოწყობაც.


„აქედან პირველი დერეფანი უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს. 2020 წლიდან ამოქმედდა პოლიტკოვსკაიას და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების დამაკავშირებელი სწრაფი დერეფანი. მომდევნო 2 წლის განმავლობაში კიდევ 9 დერეფანი ამოქმედდება“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.


როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მოეწყობა შემდეგი სწრაფი გადაადგილების სატრანსპორტო დერეფნები: უნივერსიტეტის ქუჩა - მოსკოვის გამზირი; თამარაშვილის ქუჩა - მოსკოვის გამზირი; ჭავჭავაძის გამზირი - ხიზანიშვილის ქუჩა; ვაჟა-ფშაველას გამზირი - ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა; უნივერსიტეტის ქუჩა - კუპრაძის ქუჩა; ხიზანიშვილის ქუჩა - კუპრაძის ქუჩა; დემეტრე თავდადებულის ქუჩა - სადგურის მოედანი; დემეტრე თავდადებულის ქუჩა - უნივერსიტეტის ქუჩა; ხიზანიშვილის ქუჩა - უნივერსიტეტის ქუჩა.


როგორც ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, შეღავათიანი და კომფორტული მგზავრობის მიზნით ამოქმედდება ერთკვირიანი, ერთთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი სამგზავრო აბონემენტების სისტემა.


„ამ ყველაფრის შედეგად, გვექნება შემდეგი გაუმჯობესება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით: გაჩერებებზე მოცდის 35-წუთიანი ინტერვალი შემცირდება 10 წუთამდე; ჩვენი მმართველობის პერიოდში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, თბილისის ავტობუსების ჯამური ტევადობა 27 000-დან გაიზარდა 52 000 ადგილამდე, ხოლო 2023 წლიდან გაიზრდება 103 000 ადგილამდე; საავტობუსე ქსელის დაფარვის არეალი 151 კვ.კმ-დან გაიზრდება 235 კვ.კმ-მდე; სწრაფ სატრანსპორტო დერეფნებზე სიჩქარე გაიზრდება 30%-ით; საზოგადოებრივი ტრანსპორტის დღიური მომსახურების პარამეტრი, რომელიც დღეს არის 623 000 მგზავრობა, 2 წლის განმავლობაში გაიზრდება 1 050 000 მგზავრობამდე“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up