თბილისის მერი: იუნესკო-ს მიერ გამოცხადებული ნდობა ჩვენი ქვეყნის უდიდესი აღიარება იყო

თბილისის მერი: იუნესკო-ს მიერ გამოცხადებული ნდობა ჩვენი ქვეყნის უდიდესი აღიარება იყო

access_time2022-04-14 22:50:00

იუნესკო-ს მიერ გამოცხადებული ნდობა ჩვენი ქვეყნის უდიდესი აღიარება იყო და ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მათი ნდობა საუკეთესოდ გავამართლეთ და გავართვით თავი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ იუნესკო-ს პროექტის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.


კახა კალაძემ პროექტის განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა როგორც იუნესკო-ს წარმომადგენლებს, ასევე თბილისში მის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს.


„მივესალმები იუნესკო-ს წარმომადგენლებს, სტუმრებს გვადალახარადან, კუალა ლუმპურიდან, აკრადან და ყველა იმ ქალაქიდან, რომლებიც სხვადასხვა წლებში ატარებდნენ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს. მივესალმები ჩვენს მწერლებს, გამომცემლებსა და მთარგმნელებს და ცხადია, იმ გუნდის წარმომადგენლებს, რომელსაც ერგო დიდი პასუხისმგებლობა და პატივი, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განეხორციელებინა.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ იყო მარტივი. მით უმეტეს, როდესაც ამ პროექტის განხორციელება პანდემიის პირობებში მოგვიწია. ილია ელოშვილს მინდა პირადად მადლობა გადავუხადო და თითოეულ ჩვენს თანამშრომელს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


კახა კალაძემ პროექტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ აქტივობები შედეგზე ორიენტირებული იყო.


„ოცი წლის წინ, იუნესკო-მ სწორად გათვალა, რომ ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში მცხოვრებ 21-ე საუკუნის ადამიანს, აუცილებლად დასჭირდებოდა წიგნის სიკეთის შეხსენება. შედეგად, უკვე ოცი წელიწადია, რაც მსოფლიოს ქალაქები წიგნის დედაქალაქის პროექტს მასპინძლობენ და თუ წიგნიერების განვითარების მიმართულებით, იქაურ სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რომ პროექტი შედგა, პროექტმა იმუშავა და პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იუნესკო-მ არჩევანი თბილისზე შეაჩერა, რომ ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტი მსოფლიოს უდიდესი ქალაქების განაცხადებს შორის გამოარჩია, ნათელი გახდა, რომ წინ თავდაუზოგავი შრომა გველოდა. ამისთვის მზად აღმოვჩნდით და ერთი წლის შემდეგ, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, გავაკეთეთ მაქსიმუმი არა მხოლოდ წიგნთან დაკავშირებული ყველა რგოლისთვის, არამედ, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოებისთვის, ბავშვებისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.


პროექტის დაგეგმვის, მზადებისა და განხორციელების ყველა ეტაპს ყურადღებით ვაკვირდებოდით მე და ჩემი თანაგუნდელები და მიხარია, რომ თავისთვის საინტერესო აქტივობა, ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანმა აღმოაჩინა. ეს იყო არა მხოლოდ უდიდესი დღესასწაული ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, არამედ პროფესიული თვალსაზრისით განვითარდა ქართული საგამომცემლო საქმე, ხოლო ჩვენი მწერლებისთვის მსოფლიოს მკითხველისკენ მიმავალი კარი უფრო ფართოდ გაიხსნა.



ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი შედეგიანი იყო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა. ქართული კლასიკური თუ თანამედროვე მწერლობა, მთელმა მსოფლიომ გაიცნო, ქართველმა გამომცემლებმა საქმიანი ურთიერთობები გააფართოვეს, ავტორებისთვის მეტი ასპარეზი გაიხსნა. ამ უმნიშვნელოვანესი წარმატების შემდეგ, ერთგვარ ვალდებულებას ვგრძნობდით, რომ სფეროს განვითარებისთვის მეტი უნდა გაგვეკეთებინა და მეტი ადამიანი დაგვებრუნებინა წიგნთან, რადგან ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებისა და ქვეყნის მომავალი მხოლოდ განათლებულ და წიგნიერ ადამიანებზე დგას. იუნესკო-ს მიერ გამოცხადებული ნდობა ჩვენი ქვეყნის უდიდესი აღიარება იყო და ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მათი ნდობა საუკეთესოდ გავამართლეთ და გავართვით თავი. რაც მთავარია, გავამართლეთ ადამიანების ნდობა და ერთი წლის შემდეგ, გაცილებით პროგრესულ და განათლებულ, განვითარებულ და მომავალზე ორიენტირებულ საზოგადოებაში ვიცხოვრებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


კახა კალაძემ წარმატება უსურვა ქალაქ გვადალახარას, რომელიც წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს რამდენიმე დღეში გადაიბარებს. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის დღე მიულოცა. იუნესკო-ს პროექტის - „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ დასკვნითი ღონისძიება, რომელზეც საზოგადოებას ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების ანგარიში წარუდგინეს, ქართული ენის დღეს გაიმართა.


ღონისძიებას ესწრებოდა იუნესკო-სა და წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრის მონაწილე ოცამდე ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის, დედაქალაქების მერები, მერების მოადგილეები და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სტუმართა შორის, ასევე, იყვნენ დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოში მოქმედი საერთაშორის ორგანიზაციების წარმომადგენლები, მწერლები, გამომცემლები, მთარგმნელები და ლიტერატურული სფეროს სხვა წარმომადგენლები.


თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021 წლის 23 აპრილს გახდა. სტატუსის მოპოვების შემდეგ განხორციელდა ასამდე ღონისძიება, რომლის მიზანი იყო მწერლებისა და მთარგმნელების ხელშეწყობა, საგამომცემლო საქმის სტიმულირება, საერთაშორისო კავშირების გაღრმავება, ბავშვებისა და მოზარდების წიგნით დაინტერესება, წიგნის ხელმისაწვდომობა, წიგნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაკავშირება.


მიმდინარე წლის 23 აპრილს, თბილისი იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის წოდებას მექსიკის ქალაქ გვადალახარას გადასცემს. 2023 წელს კი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი, განას დედაქალაქი, აკრა იქნება.


ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up