თბილისის მერი მთაწმინდის ურბანული ტყის განაშენიანების პროცესს გაეცნო

თბილისის მერი მთაწმინდის ურბანული ტყის განაშენიანების პროცესს გაეცნო

access_time2022-05-06 15:50:00

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მთაწმინდის ფერდობებზე არსებული დაზიანებული ნარგაობების აღდგენის ღონისძიებები მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


აღნიშნული სამუშაოები, დაახლოებით, 700 ჰექტარზე ხორციელდება.


მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.


„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მთაწმინდის ფერდის რეაბილიტაცია-განახლების პროექტს ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს. ამისთვის, მას მადლობა მინდა გადავუხადო. პროექტი, დაახლოებით, 20 მილიონი ლარის ღირებულებისაა. ფერდზე მძიმე მდგომარეობა იყო - სარწყავი სისტემა არ არსებობდა, ხეები გახმა. ეს ადგილი ქალაქის ფილტვებია. სამუშაოების ჩატარების შედეგად, განხორციელდება ხეების სანიტარიული ჭრა, დაირგვება ხე-მცენარეები. აქ ადამიანები რთულ პირობებში მუშაობენ, მაგრამ აღნიშნული სამუშაოების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მერია რეკრეაციული სივრცეების შექმნის თვალსაზრისით, ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებს. ეს დიდ წარმატებას მოგვიტანს. ჩვენი ქალაქი ყველაზე სუფთა, მწვანე და მოწესრიგებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მთაწმინდის ურბანული ტყის განაშენიანების პროექტი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. ტერიტორიაზე, რომელიც გეოლოგიურად და გეოდეზიურად ურთულესია, 14 მიმართულების კვლევა ჩატარდა. პროექტის აღსრულების პროცესი, პირველ რიგში, დაავადებული და დაზიანებული ხეების მოჭრას გულისხმობდა, შემდეგ კი განაშენიანების პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე 100 000 ძირზე მეტი ხეა დარგული. სპეციალისტების თქმით, ახალი ნარგავების რაოდენობა ნახევარ მლნ ძირს გადააჭარბებს.



„პროექტს წინ უსწრებდა კვლევები. 700 ჰექტარის მოცულობის ტერიტორიაზე, რომელიც გეოლოგიურად, გეოდეზიურად და ყველა სხვა მონაცემით ურთულესია, 14 მიმართულების კვლევა ჩატარდა. შევისწავლეთ, თუ რა მცენარეული საფარია, რა მდგომარეობაშია ნიადაგი. მოგეხსენებათ, ტერიტორია არის მწირნიადაგიანი, პრაქტიკულად, ჰუმუსი არ არსებობს. ამიტომ, ხელოვნური ჩარევა გახდა აუცილებელი. აღნიშნული კვლევების შემდეგ, დავიწყეთ პროექტის აღსრულება - დაზიანებული და დაავადებული ხეების მოჭრა. ნარიყალას ფერდი მოუვლელობისგან იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში. უკვე დაირგო 40 სახეობის ხე-მცენარე - ფოთლოვანი, წიწვოვანი თუ ბუჩქოვანი ნარგავები, 200 ათასი ძირის დასარგავად კი ნიადაგია მომზადებული“, - განაცხადა ფონდ „განვითარება და გარემოს“ ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ტყემალაძემ.


განაშენიანების პარალელურად, არეალში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, რომელიც დამთვალიერებლებს საშუალებას მისცემს, უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდნენ და მიმდებარე ტერიტორიებს დაუკავშირდნენ.


დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ასევე, ფონდ „განვითარება და გარემოს“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up