თბილისის მერი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

access_time2022-06-08 14:50:00

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულდა და შემდეგი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.


მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.


თბილისის მერის თქმით, მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრისთვის დასრულდება.


„ქეთევან დედოფლის გამზირზე სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ თელავის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთი გადაკეტილი იყო და მიმდინარეობდა მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილება. ამ ეტაპზე, ყველაფერი შეცვლილია: წყალი, გაზი, სანიაღვრე სისტემა მოწყობილია, ჩამომსვლელი ქუჩები დაერთებულია სანიაღვრეზე, ასევე, გამზადებულია ტროტუარები იმისთვის, რომ გარე განათების ხაზები მიწის ქვეშ განთავსდეს. პარალელურად, მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. ქვედა ფენებში უკვე მოწყობილია ეს კონკრეტული მონაკვეთი და ავტომობილებით გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. უკვე დავიწყეთ მეორე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც, თელავის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთი გადაკეტილია. აქაც ანალოგიური ტიპის სამუშაოები განხორციელდება - მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ყველაფერი გაკეთდება უმაღლეს დონეზე. ვფიქრობთ, რომ სამუშაოების მეორე ეტაპი აგვისტოს ბოლოს-სექტემბრისთვის იქნება დასრულებული და საგზაო ინფრასტრუქტურა ქვედა ფენებში მოწყობილი. უახლოეს მომავალში ვიწყებთ ავლაბრის მოედნის განახლება-რეაბილიტაციას. პარალელურად, დაიწყება მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.



ამ დროისთვის, ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა გახსნილია. აღნიშნულ მონაკვეთში, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი. კერძოდ, წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების სისტემები. ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი. გზის სავალ ნაწილზე დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენები. ტერიტორიაზე მოიჭრა დაავადებული ხეები, დასრულდა ფარნავაზის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები.


ტერიტორიაზე მიმდინარეობს ტროტუარებისა და გარე განათების ქსელის მოწყობა, მიწისქვეშა ურნებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი მოსაცდელების მონტაჟი. ასევე, ტერიტორიაზე გაგრძელდება გამწვანების სამუშაოები, რომელიც გამზირსა და მის მიმდებარე ფერდებზე ხე-მცენარეების დარგვას ითვალისწინებს.


რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, რომელიც უკვე დაიწყო, სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თელავის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს, სადაც ანალოგიურად, ფუნდამენტური სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.


თბილისის მერთან ერთად, ადგილზე ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და საკრებულოს დეპუტატი კახა ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ.


ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up