თბილისის მერი საქართველოში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

თბილისის მერი საქართველოში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

access_time2022-04-15 16:30:00

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) მისიის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შეხვდა.


თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად განხორციელებულ და მიმდინარე ჰუმანიტარულ აქტივობებს. მხარეებმა ასევე, ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილეს.


კახა კალაძე გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მისიის ხელმძღვანელს ყველა იმ მუნიციპალურ პროგრამასა და ჰუმანიტარულ ღონისძიებაზე ესაუბრა, რომელიც ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინისა და თბილისში მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად ხორციელდება.


„პირველ რიგში, მადლობა თანამშრომლობისთვის. საქართველო და მათ შორის თბილისის მუნიციპალიტეტი, მაქსიმალურ დახმარებას უწევს საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს. ჩვენ შევძელით მუნიციპალური სერვისები გაგვეხადა უფასო და ხელმისაწვდომი უკრაინელი დევნილებისთვის. მათ შორის, ტრანსპორტით გადაადგილება, საბავშვო ბაღების მომსახურება, სპორტული და შემოქმედებითი წრეები და სხვა. ამასთან, ჩვენი ორგანიზებით, კერძო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით, თბილისიდან გაიგზავნა 50 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება და ამდენივე იგზავნება კიდევ ეტაპობრივად.



თბილისის ათივე რაიონის გამგეობას აქვს მჭიდრო კომუნიკაცია უკრაინის მოქალაქეებთან და უწევენ მაქსიმალურ დახმარებას მათ. მე იმედი მაქვს, თქვენთან თანამშრომლობით, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ უფრო მეტი დახმარება გავუწიოთ უკრაინელ დევნილებს“, - კახა კალაძე.


როგორც UNHCR-ის მისიის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე აღნიშნა, მათ ჰქონდათ ინფორმაცია თბილისის მერიის მიერ გაწეული დახმარებების შესახებ, რაც ძალიან შთამბეჭდავია. კემლინ ფურლიმ კახა კალაძეს თბილისის მიერ უკრაინელი ხალხისადმი აქტიურად გამოხატული სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


შეხვედრაზე განხილული საკითხების მოგვარების პროცესში აქტიური ჩართვა და გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მისიასთან ინტენსიური თანამშრომლობა კახა კალაძემ შეხვედრის მონაწილე მერის მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა.


ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up