თბილისის მერი: ვისურვებდი, უფრო მეტი სიყვარული მოეტანოს 2022 წელს

თბილისის მერი: ვისურვებდი, უფრო მეტი სიყვარული მოეტანოს 2022 წელს

access_time2021-12-29 16:00:00

თბილისის მერმა კახა კალაძემ 2021 წელი შეაფასა და საკუთარ თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.



მუნიციპალიტეტის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2021 წელს სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე წელი უწოდა, რომელსაც მუნიციპალიტეტმა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებით უპასუხა.



„დღეს ჩვენ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ბოლო სხდომას ვმართავთ 2021 წელს. რთულია, ორიოდე სიტყვით შევაჯამო ეს წელი. მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩემთვის, ჩემი თანამშრომლობისთვის ის იყო ერთ-ერთი რთული, გამოწვევებით სავსე წელი, თუმცა, ამ გამოწვევების საპასუხოდ, ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა ამ ქალაქისთვის. უკვე მეორე წელია, რაც პანდემია მძვინვარებს და ბუნებრივია, ამან მსოფლიოს და მათ შორის, ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა. ამის მიუხედავად, ყოველდღიურად, ამ ქალაქის გაუმჯობესებისთვის მუშაობა არათუ არ შეგვიწყვეტია, გავაორმაგეთ ძალისხმევა და მეტი ენთუზიაზმით და ჩართულობით ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ. ამ პერიოდის განმავლობაში, იყო როგორც ყველასთვის მოსაწონი, ისე არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც, იყო ქება თუ კრიტიკა, მაგრამ ორივეს ვუდგებოდით ჯანსაღად და ვცდილობდით, მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მიწოდებით, მეტი განმარტებით, სხვადასხვა უბანში მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაციით, საზოგადოებამდე ჩვენი სათქმელი და საკეთებელი მიგვეტანა“, - განაცხადა კახა კალაძემ.



თბილისის მერმა აქვე, საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.




„მინდა, მადლობა გადავუხადო საზოგადოებას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში, რათა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებები შესრულებული იყოს პროექტების და პროგრამების სახით. მოგეხსენებათ, წელს იყო არჩევნებიც და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს. მათ, ვინც მხარი დამიჭირეს და მათაც, ვინც სხვა არჩევანი გააკეთეს. ეს არის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები არ მოვდუნდეთ, არ შემოგვეპაროს თვითკმაყოფილება და ყოველდღიურად ვიმუშაოთ მოსახლეობის მოთხოვნებზე, მათ საჭიროებებზე. მინდა, მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებს, ყველა სამსახურის, ყველა რგოლის თანამშრომლებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ უკეთესი თბილისისთვის, ისე, რომ მათ მოსახლეობა არც იცნობს. შეიძლება, ამ პროექტების განხორციელების დროს ყველაზე მეტად მე ვჩანდე, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩემი გუნდის და პირადად ჩემი სიძლიერე ჩემი თანამშრომლები, მათი პროფესიონალიზმი, მათი პატიოსნება და გაკეთებული საქმეებია. მინდა, ყველა მათგანს გულწრფელად მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.



დედაქალაქის მერმა თანამშრომლებს და საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.



„ვულოცავ თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს დამდეგ ახალ წელს. ვუსურვებ, მათ შრომას კიდევ უფრო მეტი თვალსაჩინო შედეგი მოყოლოდეს, რაც ბუნებრივია, ნიშნავს უფრო ლამაზ, უფრო სუფთა, მოწესრიგებულ, კომფორტულ და სერვისებზე ხელმისაწვდომ ქალაქში ცხოვრებას. ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. მინდა, პირველ რიგში, მშვიდობა ვუსურვო ჩემს ქვეყანას. სულიერი სიმშვიდე გისურვოთ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს - ჯანმრთელობა, სიხარული და სიყვარული არ მოგვკლებოდეს. ვისურვებდი, უფრო მეტი სიყვარული მოეტანოს 2022 წელს“, - განაცხადა თბილისის მერმა.



ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up