თბილისის მერია: 2018-2021 წლებში დედაქალაქში ჯანდაცვის მიმართულებით დამატებით სამი ახალი პროგრამა ამოქმედდა

თბილისის მერია: 2018-2021 წლებში დედაქალაქში ჯანდაცვის მიმართულებით დამატებით სამი ახალი პროგრამა ამოქმედდა

access_time2021-06-21 22:00:00

2018–2021 წლებში, თბილისის მერიამ ჯანდაცვის მიმართულებით სამი ახალი პროგრამა დანერგა. ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა თბილისის სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში, დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ, ჯამში, 28 პროგრამა 228 305 235 ლარით დაფინანსდა.


„ჯანდაცვის მიმართულებით სულ განხორციელებულია 28 პროექტი. ყველა ძველი პროექტი შენარჩუნდა, ნაწილი გაფართოვდა და სამი ახალი კომპონენტი დაემატა. ესენია: „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი;

„დაავადებათა სკრინინგის პროგრამის“ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტი და გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა.


ღვიძლის ტრანსპლანტაცია არის შენარჩუნებული სიცოცხლე ან უარეს შემთხვვეაში ოჯახის სოციალური განადგურებისგან ხსნა. ეს ოპერაცია იმდენად ძვირი ჯდებოდა, რომ პაციენტების ოჯახებს მთელი ქონების გაყიდვა უწევდათ.
რაც შეეხება დავადებათა სკრინინგის პროგრამის ცენტრს, ეს უკვე თვისობრივად სხვა ცენტრია, სადაც 2 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო. შევისყიდეთ თანამედროვე ტექნიკა, გაიხსნა ახალი ფილიალები და უფრო მეტ ადამიანს მიეცა საშუალება, რომ შესაბამისი გამოკვლევები ჩაიტაროს. რაც შეეხება გაფანტულ სკლეროზს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსდება მედიკამენტები, რომლებიც პაციენტების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელია“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.



მისივე თქმით, „ტრანსპლანტაციის“ პროგრამის ფარგლებში 259 პაციენტი დაფინანსდა. აქედან, ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვისა და მასთან დაკავშირებული კვლევების მიმართულებით დაფინანსდა 235 შემთხვევა, ხოლო თითოეული შემთხვევის დაფინანსება მერყეობს 10 000-დან 235 000-ლარამდე.


„რაც შეეხება ღვიძლის გადანერგვას, ის 24 პაციენტს დაუფინანსდა. ერთ მოქალაქეს ეს ოპერაცია 70 000 ლარით უფინანსდება. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ დაავადებათა სკრინინგის პროგრამით უფასო გამოკვლევები ჩაიტარა 121 141-მა მოქალაქემ, დაფინანსდა 263 000-მდე კვლევა; გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით 2020 წლიდან 87 პაციენტი იღებს მომსახურებას და ერთი პაციენტისთვის წელიწადში 25 000 ლარია გამოყოფილი; ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით კი, ძვირადღირებული პრეპარატები 397-მა პაციენტმა მიიღო“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up