თბილისის მერია: „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ბიუჯეტი იზრდება

თბილისის მერია: „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ბიუჯეტი იზრდება

access_time2022-03-29 13:10:00

თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ მოსარგებლეთა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების რაოდენობას ზრდის, პროგრამის ბიუჯეტი კი ექვს მილიონ ლარს გადააჭარბებს.


ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


„თბილისის მერია აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს – 2 აპრილს, სიახლით ხვდება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ მოსარგებლეთა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების რაოდენობას ზრდის, პროგრამის ბიუჯეტი კი ექვს მილიონ ლარს გადააჭარბებს. პირველი აპრილიდან, ამ პროგრამით მოსარგებლე ბავშვთა და მოზარდთა რიცხვი 170–ით გაიზრდება და 1 545 ბავშვი და მოზარდი დაფინანსდება, სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს კი, ერთი ცენტრი დაემატება და სულ, პროგრამას რვა დაწესებულება მოემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.



მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2015 წელს დაიწყო და მაშინ მისი ბიუჯეტი 500 000 ლარი იყო.



„მას შემდეგ, პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა და შესაბამისად, მეტი ბავშვის დაფინანსება ხდებოდა შესაძლებელი. გარდა ამისა, თავიდან თუ თერაპიული სეანსები 2-დან 14 წლის ასაკის ბავშვებს უფინანსდებოდათ, დარგის სპეციალისტებთან და შესაბამისი ასოციაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად, მერიამ 2018 წლიდან, პროგრამაში ჩართული მოზარდების ასაკი 18 წლამდე გაზარდა. თბილისის მერიას ერთი ბენეფიციარის დასაფინანსებლად, წელიწადში 4 800 ლარი აქვს გათვალისწინებული და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განსაზღვრული კომპლექსური თერაპიის 20 სეანსს აფინანსებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ამ პროგრამის დაწყებით თბილისმა ბევრ სხვა მუნიციპალიტეტს მისცა მაგალითი. გარდა ამისა, მისივე თქმით, მსგავსი პრობლემის მქონე პირების მხარდაჭერა მერიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.


„ასევე, მნიშვნელოვანია ამ ოჯახების და ახალგაზრდების მხარდაჭერა. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყოველთვის გვერდით დავუდგებით ამ ოჯახებს და ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა ექნებათ. გასაზრდელი იქნება დაფინანსება? რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ და გავზრდით; დასამატებელი იქნება ისეთი ორგანიზაციები, სადაც შესაძლებელია ამ პროგრამის განხორციელება? დავამატებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს




თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up