თბილისის მერია ბათუმის ტრაგედიის დროს დაზარალებულ ოჯახებს ნახევარ მილიონ ლარს გადაურიცხავს

თბილისის მერია ბათუმის ტრაგედიის დროს დაზარალებულ ოჯახებს ნახევარ მილიონ ლარს გადაურიცხავს

access_time2021-10-20 11:40:31

8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, ნახევარი მილიონი ლარი გადაირიცხება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.



მისი თქმით, დედაქალაქის საკრებულომ უკვე განიხილა ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხი და თანხა, რომელიც „თბილისობის“ ღონისძიებისთვის იყო გამოყოფილი, სპეციალურად შექმნილ ფონდში გადამისამრთდება.



„როგორც მოგეხსენებათ, მივიღეთ გადაწყვეტილება „თბილისობის“ ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით. ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სატელევიზიო კონცერტი, რომელიც უნდა გამართულიყო, არ გაიმართება და ამისთვის გამოყოფილ თანხას სპეციალურად შექმნილ ფონდში მივმართავთ, რომელიც ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად შეიქმნა. გუშინ საკრებულომ განიხილა თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი. სარეზერვო ფონდში გადამისამართდა „თბილისობისთვის“ გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი და ფონდიდან დღესვე გადაირიცხება დაზარალებული ოჯახებისთვის შექმნილი ფონდის ანგარიშზე. ეს არის თბილისის და თბილისელების ფული და ვინაიდან თბილისი არასოდეს გამდგარა განზე ასეთ დროს, ეს თანხაც იქნება ბათუმისადმი გამოხატული მხარდაჭერის, გვერდში დგომისა და თანაგრძნობის ერთგვარი გამოხატულება თბილისისგან“, – განაცხადა კახა კალაძემ.



ამასთან, დედაქალაქის მერმა ავარიული სახლების პრობლემაზეც ისაუბრა, რომელიც თბილისში საკმაოდ აქტუალურია. მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტი ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების პროგრამას განახორციელებს.



„ზოგადად, ავარიული სახლების თემა თბილისშიც აქტუალურია. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ამ ქალაქში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები იცის. თბილისელებს წარვუდგინეთ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა. ამ ყველაფერზე ორი თვის განმავლობაში ვსაუბრობდი და საერთოდ არავინ დაინტერესებულა ჩვენი საარჩევნო პროგრამით, განსაკუთრებით, ოპონენტები და მათი მედიასაშუალებები. როგორც კი ბათუმში ეს ტრაგედია დატრიალდა, შემდეგ ყველა გამოვიდა და დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორი ავარიული შენობები გვაქვს თბილისში. დიახ, ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა. გვაქვს 10 000- მდე შენობა-ნაგებობა, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული. წლების განმავლობაში, ჩვენ მსგავს შენობებს ვამაგრებდით. ახლა კი სრული ჩანაცვლების პროგრამა დავდეთ. ამ ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ყველა ხარჯი თავის თავზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა აიღოს და მოსახლეობას ამაში ერთი თეთრიც არ დაეხარჯება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up