თბილისის მერია და ქონების ეროვნული სააგენტო წართმეული ქონების მესაკუთრისთვის დათმობას არ აპირებს – „ახალგაზრდა ადვოკატები“

თბილისის მერია და ქონების ეროვნული სააგენტო წართმეული ქონების მესაკუთრისთვის დათმობას არ აპირებს – „ახალგაზრდა ადვოკატები“

access_time2022-06-18 17:28:07

ქალაქ თბილისის მერია და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ს.ს. „მრეწვრკინიგზის“ მიმართ წართმეული და უკანონოდ ხელყოფილი ქონების დაბრუნებას, არც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებების მიუხედავად, არ აპირებს და სამართალწარმოების გაგრძელებას გეგმავს.

2022 წლის 18 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სააქციო საზოგადოება „მრეწვრკინიგზას“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რითაც 2012 წლამდე მოქმედი ხელისუფლების პირობებში წართმეულ 6448.00 კვ.მ, 10705.00 კვ.მ, 46621.00 კვ.მ უძრავ ქონებებზე აღიარებული იქნა კომპანიის საკუთრების უფლება 2012 წლამდე მოქმედი ხელისუფლების პირობებში წართმეულ უძრავ ქონებებზე, სახელმწიფო გამოცხადდა დასახელებული ქონებების უკანონო მფლობელად და ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნდა ერთადერთ და ნამდვილ მესაკუთრეს, თუმცა თბილისის მერია და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით ასაჩივრებენ. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, ს.ს. „მრეწვრკინიგზას“ წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არჩევანი – გასაჩივრდეს სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივი მსვლელობის ინტერესით ვერ აიხსნება.

საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა დანაშაულებრივი გზით იქნა მიტაცებული ს.ს. „მრეწვრკინიგზას“ ქონება და დღესდღეობით, კანონთან ერთად, მორალურ საფუძვლებსაც მოკლებულია, სახელმწიფო მისი საჯარო უწყებების სახით ასე გუმოდგინებით იცავდნენ უკანონო გადაწყვეტილებებს.

ამასთან, მიგვაჩნია, რომ 2022 წლის 14 ივნისს წარმოდგენილი ორივე სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ განუხილველად უნდა დატოვოს. კანონი განსაზღრავს, რომ თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მომზადებული იქნა 2020 წლის 10 მაისის მდგომარეობით ანუ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანიდან 23- დღესმიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2022 წლის 31 მაისსამ დროის განმავლობაშიპროცესის მონაწილე არც ერთ მხარეს სააპელაციო საჩივარი არ წარმოუდგენიაშესაბამისად, როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ასევე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა საპატიო მიზეზის გარეშე გაუშვეს. ცხადია, ამ ეპიზოდზე იმსჯელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით სისტემური დანაშაულის საქმეზე სამართლიანობა აღდგა. სასამართლომ ბათილად ცნო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 20 მაისისა და კომპანიის დირექტორის 2011 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებები, რომლითაც სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვება მოხდა. სააქციო საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონებების ნაწილი თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ქვეშ ექცეოდა.

შესაბამისად, სახელმწიფომ კერძო მესაკუთრის უფლებების ხელყოფა ძალმომრეობით და უკანონო ჩარევის შედეგად გადაწყვიტა და არა – კანონის საფუძველზე. კომპანიას ქონებები ნების საწინააღმდეგოდ დაათმობინეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით კი დადგინდა, რომ მიღებული გადაწყვეტილებები კანონსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებების ქვეშ ექცეოდა.


შედეგად, ბათილად იქნა ცნობილი გადაწყვეტილებები, აღიარებული იქნა კომპანიის საკუთრების უფლება უძრავ ქონებებზე და აღნიშნული ქონებები გამოთხოვილი იქნა უკანონო მფლობელობიდან, რომელიც დღემდე ირიცხებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე. მათი დღევანდელი საბაზრო ღირებულება 778,515,00 ლარს აღემატება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2011 წლის 20 მაისს, ქ. თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის გელა ბარამაშვილის მიერ მოწმის სახით დაიკითხა სააქციო საზოგადოება „მრეწვრკინიგზის“ მაშინდელი დირექტორი და 63% წილის მფლობელი ჯუმბერ შენგელია.

ჯუმბერ შენგელიას ნების საწინააღმდეგოდ მოუწია განმარტება იმის შესახებ, რომ 47 906 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 35 706 კვ. მ მიწის ნაკვეთის ფართობის მესაკუთრე სააქციო საზოგადოება არ იყო, რადგანაც აღნიშნულ ფართს საზოგადოება თითქოსდა ფლობდა სამართლებრივი საფუძვლების გარეშე და საზოგადოების რეალურ საკუთრებას წარმოადგენდა მხოლოდ თავდაპირველი, 12 200 კვ. მ მიწის ფართობი, რაც აღრიცხული იყო ტექბიუროშიც და საზოგადოებამ მიიღო მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 და 1998 წლის დადგენილებებით.

ჩვენება სრულდება იმ დათქმით, რომ ჯუმბერ შენგელია ნებაყოფლობით აცხადებდა აღნიშნული 47 906 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 35 706 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს სასარგებლოდ სააქციო საზოგადოების საკუთრების უფლების მიტოვებას. აგრეთვე, ჯუმბერ შენგელია ჩვენების დასასრულს აცხადებდა, რომ სურდა სახელმწიფოს სასარგებლოდ ნებაყოფლობით მიეტოვებინა სააქციო საზოგადოების საკუთრების უფლება 10705 კვ.მ მიწის ფართობსა 6448 კვ.მ მიწის ფართობზე, რომელიც მდებარეობდა ლილოს სამრეწველო ზონაში.

ჯუმბერ შენგელია საგამოძიებო ნაწილში აიძულეს ადგილიდან დაერეკა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნანა ორაგველიძისთვის, რათა ამ უკანასკნელს მოეხდინა სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის დოკუმენტური გაფორმება დირექტორის მიერ მითითებულ მიწის ფართობების მიტოვებაზე. შესაბამისად, შედგა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დგებოდა წინდადადება ქონებების სახელმწიფოს მიმართ უსასყიდლოდ გადაცემაზე. ამდენად, სამეთვალყურეო საბჭომ ზეწოლის შედეგად, მიიღო ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვებისა და უსასყიდლოდ გადაცემის გადაწყვეტილება.

2012 წლის 26 ნოემბერს, პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, ს.ს. „მრეწვრკინიგზამ“ საჩივრით მიმართა საქართველოს პროკურატურას, სადაც საქმეზე შემაჯემებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ასევე, სასამართლო გზით დაიწყო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოება, თუმცა დაცვის არასწორი სამართლებრივი სტრატეგიის პირობებში, საკუთრების უფლების აღიარების შედეგი არ დადგა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, „მრეწვრკინიგზას“ საქმის ადვოკატირების პრიოცესში, 2019 წლიდან ჩაერთო. ორგანიზაციის სამართლის გუნდმა შეძლო გარდამტეხი ცვლილების შეტანა და წართმეული ქონების დაბრუნება ნამდვილი მესაკუთრისთვის. სასამართლოს მეშვეობით, უკვე დადგენილია, რომ სახეზეა ნამდვილი მესაკუთრის სასარგებლოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-312 მუხლების საწინააღმდეგო მტკციება, როდესაც რეესტრის ჩანაწერის უზუსტობამ, დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფოს გამოაცალა დასახელებული საკუთრებების ფლობისა და განკარგვის კეთილსინდისიერი, ლეგალური და ობიექტური საფუძველი, რითაც აღიარებით სარჩელს გაუჩნდა წარმატების პერსპექტივა და ვერ იქნა შემოსაზღვრული ხანდაზმულობის ვადებით.

ორგანიზაციის სასამართლო გზით პრობლემის გადაწყვეტას წინ უსწრებდა წართმეული საკუთრების შესახებ მომზადებული სამართლებრივი კვლევა და რეკომენდაციები, რომელიც 2021 წლის მარტში გამოქვეყნდა. კვლევის შედეგები პირველმა და მაღალი პროფესიული სტანდარტით, ექსკლუზიურად გააშუქა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც.

სასამართლომ, როგორც კვლევა, ასევე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტური მოკვლევა საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო. სარჩელით სასამართლოს 2020 წლის ივლისში მიემართა. სასამართლომ გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც და სახელმწიფოს სადავო ქონებების გასვისება ან/და იპოთეკით დატვირთვა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აუკრძალა. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე: თამარ ბურჯანაძემ განიხილა.

ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up