თბილისის მერია „დირსის“ მიერ დასმულ პრობლემებს სასწრაფოდ უნდა გამოეხმაუროს – აფბა

თბილისის მერია „დირსის“ მიერ დასმულ პრობლემებს სასწრაფოდ უნდა გამოეხმაუროს – აფბა

access_time2021-08-17 13:00:31

„შეშფოთებას იწვევს ახლახანს კომპანია AS Georgia – დირსის მიერ გავრცელებული განხადება, რომლითაც ინვესტორმა ხელისუფლებას ხელშეწყობისკენ მოუწოდა“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენტთა ასოციაციის“ (აფბა) განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„ჩვენი სერიოზული შეშფოთება გამოიწვია დეველოპერულ სექტორში მომუშავე უმსხვილესი ინვესტორი კომპანიის, AS Georgia – დირსის მიერ საჯაროდ გავრცელებულმა განცხადებამ, სადაც ის ხელისუფლებას ხელშეწყობისკენ მოუწოდებს და გადაულახავ პრობლემად მოჰყავს ისეთი, პრაქტიკულად უმნიშვნელო ფაქტები, რაც, არც ერთ შემთხვევაში პრობლემად და ინვესტორისთვის საქმიანობაში ხელშემშლელ ფაქტორად არ უნდა ყალიბდებოდეს.


ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია, რომ კომპანია, რომელსაც დედაქალაქის დეველოპერულ სექტორში უკვე აქვს განხორციელებული 200 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია და რომლის საინვესტიციო გეგმებიც 1 მლრდ დოლარის მოცულობაზე ადის, ბიუროკრატიულ თავბრუსხვევაში ეხვეოდეს და იძულებული ხდებოდეს ხელისუფლებას საჯაროდ მიმართოს და იმ ხელშეწყობისკენ მიუთითოს, რომლისკენაც ინვესტორისადმი კეთილგანწყობილი ხელისუფლება თავად უპირობოდ უნდა იყოს მონდომებული. ჩვენ ვერ ვიხსენებთ მეორე ინვესტორ კომპანიას, ვისაც მსგავსი მოცულობის განხორციელებული ინვესტიციის ფონზე, პროცესის გახუთმაგება ჰქონდეს დაგეგმილი. ამდენად, ბუნებრივია, მსგავსი საინვესტიციო მასშტაბის კომპანიას, არა გაუგებარი საბაბებით ხელშეშლა, არამედ განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება.


კონკრეტული საკითხის მოგვარება, რაც ინვესტორს საქმიანობაში უშლის ხელს, ჩვენი ღრმა რწმენით, იოლია. საქმე ეხება „დირსის“ ტერიტორიაზე არსებული უკანონო ნაგებობის დემონტაჟის მოთხოვნას. ეს ნაგებობა დგას ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც, სახელმწიფოს წინაშე აღებული საინვესტიციო ვალდებულების შესაბამისად, 2023 წლისთვის, „დირსმა“ სარეკრეაციო პარკის გაშენება და კეთილმოწყობა უნდა უზრუნველყოს.



გარდა ამისა, არანაკლებ გაუგებარია მეორე ფაქტი, რაზეც „დირსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევეა საუბარი. კერძოდ, ტერიტორიაზე, რომელზედაც კომპანიას საინვესტიციო ინტერესი აქვს გამოხატული და სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, პარალელურად იდგმება ასევე უკანონო ბარაკული ტიპის შენობა და გაურკვეველი ხდება მრავალმილიონიანი საინვესტიციო პროექტის სამომავლო ბედი.


კიდევ ერთი ფაქტი, რაც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საერთოდ სცდება ლოგიკის და რაციოს ფარგლებს. კომპანია აცხადებს, რომ მის ტერიტორიაზე აგებულ ამ უკანონო შენობაში კანონდამრღვევმა მოახერხა, მოიპოვა ნებართვა და „თელასს“ ელექტროენერგია შეაყვანინა. ჩინოვნიკური თვითნებობის რა ხარისხის შემთხვევასთან გვაქვს აქ საქმე, უბრალოდ გაუგებარია!


მიგვაჩნია, რომ „დირსის“ მიერ საჯაროდ დასმული ეს საკითხები თბილისის მერიამ განსაკუთრებულ კონტროლზე უნდა აიყვანოს, მათ სასწრაფოდ უნდა გამოეხმაუროს და დროის უმოკლეს მონაკვეთში უნდა გამოასწოროს ყველა ის ადმინისტრაციული თუ სამართლებრივი ხარვეზი, რაც ინვესტორ კომპანიას ხელს უშლის საქმიანობის განხორციელებაში. პრობლემის მოგვარებაში ასევე უნდა ჩაერთონ დედაქალაქის საკრებულოსა და პარლამენტის შესაბამისი მაჟორიტარი დეპუტატები და საკითხი გონივრულ დროში უნდა მივიდეს ადეკვატურ გადაწყვეტილებამდე.


აფბა ყურადღებით დააკვირდება „დირსის“ ამ შემთხვევას და მისი განვითარების კვალდაკვალ საკუთარ პოზიციას კიდევ დააფიქსირებს. მიგვაჩნია, რომ დღევანდელ ვითარებაში, როცა რეალური ინვესტიციები კრიტიკულადაა შემცირებული და სანთლით არის საძებნი, უკვე მოპოვებული ინვესტორის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა, უბრალოდ დანაშაულებრივი საქციელია“, – ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up