თბილისის მერია: ევროპის მობილობის კვირეულთან დაკავშირებით, 17-18 სექტემბერს ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია: ევროპის მობილობის კვირეულთან დაკავშირებით, 17-18 სექტემბერს ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

access_time2022-09-16 15:40:00

ევროპის მობილობის კვირეულთან დაკავშირებით, 17-18 სექტემბერს, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.


„შეზღუდვა 16 სექტემბრის 22:00 საათიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, მიცკევიჩის ქუჩასა და ზაარბრიუკენის მოედანზე იმოქმედებს.



ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილების გადაადგილება მიცკევიჩის ქუჩაზე, გამრეკელის ქუჩიდან პეკინის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება. კერძოდ, მიცკევიჩის ქუჩიდან პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ გამრეკელის ქუჩის გავლით, ყაზბეგის გამზირის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების გამოყენებით, ხოლო პეკინის გამზირიდან მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების, ასევე, ვაჟა-ფშაველას გამზირის, იონა ვაკელისა და ტანძიის ქუჩების საშუალებით.



რაც შეეხება ზაარბრიუკენის მოედანს, მოძრაობა შეიზღუდება ტყვიავისა და გოგიბერიძის ქუჩებიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით. ზაარბრიუკენის მოედნიდან უზნაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩებიდან გადაადგილებას შეძლებენ, ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გამოყენებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. უზნაძის ქუჩიდან გადაადგილება კი შესაძლებელი იქნება ზაარბრიუკენის მოედნის გავლით, გოგიბერიძის, ტოლსტოისა და ზაარბრიუკენის ხიდის მიმართულებით.




აღნიშნული შეზღუდვის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით:



N320 და მიკროავტობუსი N536 დიღმის მასივის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან გზას ლევ ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით განაგრძობს და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გავლით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე მოხვდება, საიდანაც მოძრაობას არსებული სქემით განაგრძობს; N359 ავტობუსი ბაგების მიმართულებით გადაადგილებისას, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს დაუკავშირდება და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს.



N391 ავტობუსი გოთუას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ბუხაიძის ქუჩიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩას და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს დაუკავშირდება, რის შემდეგაც იმოძრავებს დადგენილი სქემით; N323 ავტობუსისა და N462, N538, N550 მიკროავტობუსების გადაადგილების სქემა უცვლელი დარჩება“ – ნათქვამია განცხადებაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up