თბილისის მერია K2 მოსაკრებლის დავალიანების მქონე კომპანიებს არ ასაჯაროებს

თბილისის მერია K2 მოსაკრებლის დავალიანების მქონე კომპანიებს არ ასაჯაროებს

access_time2022-04-26 10:00:00

უახლოეს მომავალში 25 იურიდიული პირი K2 კოეფიციენტების მოსაკრებლის დავალიანებას ეტაპობრივად გადახდის. ამის შესაძლებლობას მათ დედაქალაქის მთავრობა აძლევს.

 

კანონპროექტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია, ცვლილება კი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში უნდა შევიდეს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, ბიზნეს ოპერატორებს 7,9 მილიონ ლარის დავალიანება გადაუნაწილდებათ. თანხის გადახდა მათ 2025 წლის 1–ელ იანვრამდე შეეძლებათ.

 

დეველოპერების ნაწილი მიიჩნევს, რომ შეღავათის დაწესებით თბილისის მერია დაუსრულებელი მშენებლობის პრობლემის მოგვარებას ცდილობს. ხოლო, მეორე ნაწილი თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მთავრობა არაკონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას უწყობს ხელს და ამავდროულად კორუფციის რისკს ზრდის. სექტორის წარმომადგენლების თქმით, დიდია ალბათობა იმისა, რომ შეღავათით ძირითადად პრივილეგირებული ბიზნესი ისარგებლებს.

 

სწორედ ამიტომ, „კომერსანტმა“ თბილისის მერიისგან ოფიციალურად გამოითხოვა იმ 25 სუბიექტის შესახებ ინფორმაცია, რომელთაც K2 კოეფიციენტის მოსაკრებლის გადახდის პრობლემა შეექმნა. თუმცა, დედაქალაქის მთავრობის ინფორმაცია ვერ მივიღეთ. მერიაში აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არაა. გაურკვეველია, რატომ მალავს მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური იმ პირების ვინაობას, რომლებმაც თბილისის ბიუჯეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.

 

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ „ურბანული ქაოსის დასრულება“ 2019 წელს დააანონსა და K2 კოეფიციენტების გაყიდვა აკრძალა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე ინტენსიური განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდით გამოწვეული პრობლემის მოგვარებას თითქმის ყველა ყოფილი მერი ცდილობა.

 

კომერსანტმა ასევე გამოითხოვა K2 კოეფიციენტის გაყიდვების სტატისტიკა და შემოსავალიც. ამჯერადაც არასრული ინფორმაცია მივიღეთ. თუმცა ეს მონაცემებიც საკმარისია იმის სათქმელად, რომ K2 კოეფიციენტის გაყიდვებით მიღებული შემოსავალი „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მნიშვნელოვნად – 638%-ით გაიზარდა.


 

2007 წლიდან  2019 წლამდე K2 კოეფიციენტის გაყიდვებით თბილისის ბიუჯეტმა 82 007 818 ლარის სარგებელი მიიღო. აქედან გიგი უგულავას მერობის დროს 2005 –13 წლებში 9 777 991 ლარი, 2014-17 წლებში უკვე დავით ნარმანიას მერობის დროს 47 195 510 ლარი, ხოლო კახი კალაძის მერობის ორ წელში 25 034 317 ლარი. ჯამში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს K2 კოეფიციენტის გაყიდვებით მიღებული შემოსავალი 9 777 991 ლარი იყო, ხოლო ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღებული შემოსავალი 72 229 827 ლარი შეადგინა. შეთანხმების გაცემისათვის წლების მიხედვით მიღებული თანხა შემდეგნაირად ნაწილდება:

 

2007 წელი 94 424

2008 წელი 3 072 262

2009 წელი 304 423

2010 წელი 823 467

2011 წელი 1 990 714

2012 წელი 1 563 640

2013 წელი 1 929 061

2014 წელი 8 577 691

2015 წელი 7 156 962

2016 წელი 11 987 994

2017 წელი 19 472 863

2018 წელი 11 854 217

2019 წელი 13 180 100


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up