თბილისის მერია კლდოვანი ფერდობების ჩამოწმენდისა და გამაგრების სამუშაოებში 508 433 ლარის დახარჯვას გეგმავს. ტენდერი 22 მარტს გამოცხადდა. წინადადებების მიღება კი 7 აპრილს დაიწყება და 12 აპრილის 14:30 საათზე დასრულდება.
სამუშაოები რამდენიმე ეტაპზე ითვალისწინებს:
მოსამზადებელი სამუშაოები, რომელშიც შედის ბუჩქნარის გაკაფვა და ზედაპირის მოსუფთავება, არამდგრადი ნაწილების მოშორება, დაზიანებული ქვათაცვენის ბადის დემონტაჟი და შემდგომ ამ ნარჩენების გატანა.
მეორე ეტაპია სამონტაჟო სამუშაოები ქვათაცვენის ბადის მოწყობა და მონტაჟი, გეოხალიჩის მონტაჟი და შესაბამისი სამუშაოები და ასე შემდეგ.
ჩამონათვალი ითვალისწიბნებს დამატებით სამუშაოებსაც, როგორიცაა: ბეტონის საძირკვლის მოწყობა ლითონის ბოძებისთვის, კედლის გასუფთავება, დაზიანებული ადგილების შევსება ტორკრეტ ბეტონით, კედლის ტანზე სადრენაჟო ხვრელების მოწყობა, შპურებში ქვიშა-ცემენტის ხსნარის შეჭირხვა და ა.შ.
სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2023 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით არის განსაზღვრული. სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან 2 (ორი) წელი.