თბილისის მერია: ლორთქიფანიძის ქუჩის N10-ის მცხოვრებლები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ

თბილისის მერია: ლორთქიფანიძის ქუჩის N10-ის მცხოვრებლები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ

access_time2022-03-01 13:30:00

ვაკის რაიონში, ლორთქიფანიძის ქუჩის N10-ის მცხოვრებლები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით, ფერდი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა, გამაგრებულია და მისი ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს.


„შეგახსენებთ, რომ ლორთქიფანიძის N10-ში მდებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებისას, ფერდი ჩამოიშალა და ადგილობრივი მცხოვრებლების გაყვანა ვაკის გამგეობას ქირით მოუწია. ნახევარი წლის განმავლობაში, გამგეობა ქირით 65 ოჯახს უზრუნველყოფდა. გამაგრების სამუშაოები დასრულებულია და ფერდის ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს. ამის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა არსებობს, რაც მოსახლეობას გავაცანით“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისი თქმით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა.



„როგორც ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამჟამად, მისი პროექტირება მიმდინარეობს, რის შემდეგაც, ლორთქიფანიძის N10-ში სკვერი მოეწყობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ლორთქიფანიძის N28-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე დაზიანებული ფერდის გამაგრების სამუშაოები შეესაბამება შპს „კავტრანსპროექტის“ მიერ მომზადებულ პროექტს. შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ფერდის ზონაში მოწყობილია არმირებული ბეტონის საბჯენები, ფერდის ზედა ნაწილზე კი დამონტაჟებულია არმატურის ბადე და ორ რიგად სადრენაჟე მილები.


კორპუსის მცხოვრებთა შესახლებისას, ადგილზე ჩაირთო ყველა კომუნიკაცია, რომელიც შემოწმდა კომპანიების - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP), „თბილისი ენერჯისა“ და „თელასის“ წარმომადგენლების მიერ. ვაკის რაიონის გამგეობა მოსახლეობასთან კომუნიკაციას ამჟამადაც განაგრძობს.


ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up