გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, გზის რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე დასრულდა. მათ შორის, მუხიანი 2-ში, ხანძთის ქუჩაზე. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა. გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ, 350 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და ბორდიური. გაკეთდა საფეხმავლო ბილიკი და ასფალტის საფარი 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიგო.
ხანძთის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 251 705 ლარი დაიხარჯა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.