თბილისის მერია: პირველი რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დღეიდან შეიზღუდება

თბილისის მერია: პირველი რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დღეიდან შეიზღუდება

access_time2021-12-30 11:40:00

დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო, დღეს 13:00 საათიდან პირველი იანვრის 06:00 საათამდე, პირველი რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.



მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ, ჯავახიშვილის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე მხოლოდ თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შეიზღუდება მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების ზეთის ხილის ხესთან მობრუნება და პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაადგილება.



თავისუფლების მოედნიდან მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირველი რესპუბლიკის მოედნის გამოყენებით. მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდება ზეთის ხილის ხის შემდგომ, რუსთაველის გამზირზე.




მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯავახიშვილის, ინაშვილის, მესხიას და ლაღიძის ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის გამოყენებით.



საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით: ავტობუსები - N6, N14, N31, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150, N301 და მიკროავტობუსები - N2, N31, N41, N72, N120, N145, N170 რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას იმოძრავებენ პირველი რესპუბლიკის მოედნის გავლით, ხოლო მელიქიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მგზავრობას განაგრძობენ ჯავახიშვილისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ, რის შემდეგაც, გადაადგილდებიან დადგენილი სქემით.



ავტობუსები - N59 და N91, რომლებიც მელიქიშვილის ქუჩიდან გადაადგილდებოდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით ზეთის ხილის ხემდე, მოძრაობას განაგრძობენ ჯავახიშვილის ქუჩაზე და შემდეგ იხელმძღვანელებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, გალაკტიონ ტაბიძის ხიდისა და ჯავახიშვილის ქუჩის დახმარებით, სვლას განაგრძობენ კოსტავას ქუჩის მიმართულებით და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.



N33 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობს და ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებს მარცხენა სანაპიროზე და ბარათაშვილის ხიდის გავლით, მარჯვენა სანაპიროს, ჯავახიშვილისა და კოსტავას ქუჩებს დაუკავშირდება და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს“ – ნათქვამია განცხადებაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up