თბილისის მერია: ქეთევან დედოფლის გამზირისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით  შეიზღუდება

თბილისის მერია: ქეთევან დედოფლის გამზირისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

access_time2022-08-27 16:00:00

„ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები ხორციელდება. ამჟამად, ლეხ კაჩინსკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება. მეორე ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც, 29 აგვისტოს 07:00 საათიდან 4 სექტემბრამდე, ქეთევან დედოფლის გამზირისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება“ – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.


„ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდებათ ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით. ბოჭორმის ქუჩიდან და მეტროსადგურ „ისნიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებები კი ლეხ კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით ვერ იმოძრავებენ.


სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით - ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩების გამოყენებით, ხოლო მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის საშუალებით.


ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მეტროსადგურ „ისნიდან“ კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას ჩაჩავასა და აწყურის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ, ხოლო ბოჭორმის ქუჩაზე გადაადგილება მეტროსადგურ „ისნიდან“ დასაშვები იქნება ჩაჩავას ქუჩის, კახეთის გზატკეცილის, ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩების გამოყენებით.



ბოჭორმის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირზე, მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ თელავის, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების დახმარებით.


სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:


ავტობუსები: N305, N309, N325, N333 და N393 მეტროსადგურ „ისნიდან“ მოძრაობას ორთაჭალის მიმართულებით - ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკისა და გულიას ქუჩების გავლით განაგრძობენ, ვახტანგ გორგასალის ქუჩით დაუკავშირდებიან ევროპის მოედანს, გადაინაცვლებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე და მარშრუტს ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებენ ვახტანგ გორგასალის, გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩების გამოყენებით, დაუკავშირდებიან მეტროსადგურ „ისანს“ და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.


N337 ავტობუსი ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან მოძრაობას აწყურის ქუჩაზე განაგრძობს, კახეთის შესახვევით ნავთლუღის ქუჩაზე გადაინაცვლებს, ჰოლბრუკისა და გულიას ქუჩების გავლით კი, გორგასალის ქუჩას და ევროპის მოედანს დაუკავშირდება, რის შემდეგაც, სვლას განაგრძობს ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე და ბარათაშვილის ხიდის გავლით, მგზავრებს ბარათაშვილის ქუჩამდე მიიყვანს. ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, N337 ბარათაშვილის ქუჩიდან გორგასალის, გულიას, ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩებით დაუკავშირდება მეტროსადგურ „ისანს“, შემდეგ სვლას განაგრძობს ჩაჩავას, აწყურისა და კაჩინსკის ქუჩებზე, კახეთის გზატკეცილის მიმართულებით. კახეთის გზატკეცილიდან ავტობუსი უკვე არსებული სქემით იმოძრავებს.


რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N462, N472, N528, N534 და N540 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით, მოძრაობას ჩაჩავას ქუჩაზე განაგრძობენ, აწყურის ქუჩით დაუკავშირდებიან ლეხ კაჩინსკის ქუჩას, რის შემდეგაც, ზურაბაშვილის, წურწუმიასა და ირბახის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „ავლაბართან“ მოხვდებიან და დადგენილი მარშრუტით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ალექსანდრე წურწუმიასა და ზურაბაშვილის ქუჩების მიმართულებით იმოძრავებენ, აწყურისა ქუჩით და კახეთის ქუჩის შესახვევის გავლით, დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ“ – ნათქვამია განცხადებაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up