თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებს k2–ის დავალიანების ეტაპობრივად გადახდას სთავაზობს – მშენებლობები უნდა განახლდეს

თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებს k2–ის დავალიანების ეტაპობრივად გადახდას სთავაზობს – მშენებლობები უნდა განახლდეს

access_time2022-03-29 11:38:25

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სამშაბათის სხდომაზე დედაქალაქის მერმა  კახა  კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებს K2-ის დავალიანების ეტაპობრივად გადახდას სთავაზობს. მისი თქმით  ეს  ინიციატივა  სამშენებლო სექტორისთვის და ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიები მშენებლობის მიყვანას ბოლომდე შეძლებენ და აღარ განმეორდება  ის  პრაქტიკა რაც  ცენტრ პოინტის, ორი ვარსკვლავის და სვეტის  შემთხვევაში მოხდა.

 

„დღეს მინდა მივმართო  სამშენებლო  სექტორს  და გავაცნო  ჩვენი ინიციატივა  k2 -  ის  მოსაკრებლის  განწილვადებასთან დაკავშირებით  , რომელიც  უკვე  წარდგენილია საქართველოს პარლამენტში,  ეს  ეხება  2019 წლამდე გაცემულ  მშენებლობებს  ნებართვებს რომელსაც  აქვთ   k2 კოეფიციენტი  აქვთ  შესყიდული, რადგან  ჩვენ 2019 წელს  ავკრძალეთ k2  - ის  შესყიდვა და გადამატებით მშენებლობების  განხორციელება.   მთელი  რიგი  კომპანიებია, რომლებიც ვერ  ახერხებენ  ამ  მოსაკრებლის  გადახდას და ამის  გამო  მშენებლობები  აქვთ გაჩერებული, ეს  არის  მრავალმილიონიანი დავალიანება  მუნიციპალიტეტთან ,  ჩვენ  გვქონდა  არაერთი  შეხვედრა სამშენებლო  სექტორთან და მივიღეთ  გადაწყვეტილება, რომ  k2- ის მოსაკრებლის  განწილვადება  მოხდება,  რაზეც ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია  იმ თვალსაზრისით რომ დაეხმარება  კომპანიებს მშენებლობა პრობლემების  გარეშე  განახორციელონ,  საკანონმდებლო ინიციატივა  საქართველოს  პარლამენტში  უკვე  წარდგენილია და უახლოეს  მომავალში ამასთან დაკავშირებით  გადაწყვეტილება  იქნება  მიღებული.  ეს  ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა სამშენებლო სექტორისთვის და ბიზნესისთვის, რადგან  კომპანიები  შეძლებენ მშენებლობებს  ბოლომდე  მიყვანას და  აღარ  შეგვექმნება  ისეთი  პრობლემები როგორც  იყო  სვეტის, ორი  ვარსკვლავის,  ცენტრ პოინტის  და  ა.შ. კომპანიების შემთხვევაში“, -  აღნიშნა კახა კალაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up