თბილისის მერია: ზაარბრიუკენის ხიდსა და ხიდის ქუჩასთან არსებული პანდუსის ტერიტორიაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერია: ზაარბრიუკენის ხიდსა და ხიდის ქუჩასთან არსებული პანდუსის ტერიტორიაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

access_time2021-12-23 14:00:00

დედაენის ბაღში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ზაარბრიუკენის ხიდსა და ხიდის ქუჩის (მშრალი ხიდი) მიმდებარე ტერიტორიაზე, 24 დეკემბერს, 12:00-დან 22:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.



„სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდებათ იუსტიციის სახლის მხრიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯავახიშვილისა და კოსტავას ქუჩების, რუსთაველის გამზირის, ბარათაშვილის ხიდისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.



ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ტოლსტოის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით.



რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსი - N20 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, უზნაძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება, რის შემდეგაც, ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე გადაადგილდება. უკუმიმართულებით, ავტობუსი თავისუფლების მოედნიდან მტვრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლებს, რის შემდეგაც, ხეთაგუროვის, ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების დახმარებით, ზაარბრიუკენის მოედანს დაუკავშირდება და დადგენილი სქემით იმოძრავებს;




ავტობუსი - N23 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდება ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, ხეთაგუროვის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებით, ავტობუსი თავისუფლების მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, ხეთაგუროვის, ჯავახიშვილისა და ჩიქობავას ქუჩებზე გადაადგილდება და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებს;



მიკროავტობუსი - N50 მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით გადაადგილებისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით განაგრძობს, დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „ავლაბარს“. უკუმიმართულებით, მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ გაივლის ხეთაგუროვის ქუჩას, რის შემდეგაც, ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩებით, ზაარბრიუკენის მოედანზე მოხვდება და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.



მიკროავტობუსები - N6, N49 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდებიან ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებით, თავისუფლების მოედნიდან გადაინაცვლებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც ზაარბრიუკენის მოედანზე მოხვდებიან და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ;



მიკროავტობუსი - N140 თავისუფლების მოედნიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ჭანტურიას ქუჩიდან გადაადგილდება თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით და ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება. შემდეგ, მიკროავტობუსი გადაადგილდება დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, N140 იმოძრავებს დადგენილი სქემით;



მიკროავტობუსი - N150 გორგასალის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას განაგრძობს ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით კი, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება. აღნიშნული მიკროავტობუსი პუშკინის ქუჩასთან მობრუნებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლებს და გორგასალის ქუჩაზე მოხვდება, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით იმოძრავებს“ – ნათქვამია განცხადებაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up