თბილისის მერიამ 6 თვის ბიუჯეტიდან 148 მლნ ლარი ვერ აითვისა - GMC

თბილისის მერიამ 6 თვის ბიუჯეტიდან 148 მლნ ლარი ვერ აითვისა - GMC

access_time2022-10-05 18:00:22

მიუხედავად პროგრამის პრიორიტეტად აღიარებისა, თბილისის მერიამ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი 205,257,835 ლარის ნაცვლად 183,481,984 ლარი დახარჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. დოკუმენტი დედაქალაქის მერიამ თავად გამოაქვეყნა. 


ანგარიშის თანახმად, მერიამ გამოყოფილი თანხების მხოლოდ 81%-ის ათვისება შეძლო.


„6 თვის განმავლობაში მერიას 781,691,359 ლარი უნდა დაეხარჯა, თუმცა რეალურად 633,558,914 ლარი დახარჯა. შესაბამისად მერიას აუთვისებელი დარჩა 148,132,444 ლარი.


ვინაიდან, დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია, გადავწყვიტეთ, ყურადღება მხოლოდ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებაზე გაგვემახვილებინა.


2021 წლის ბოლოს კახა კალაძემ საზოგადოებას საკრებულოს მიერ დამტკიცებული 2022 წლის ბიუჯეტი წარუდგინა. ბიუჯეტი დაახლოებით 1.5 მლრდ ლარს შეადგენს. კახა კალაძემ ამავე ბრიფინგის დროს აღნიშნა, რომ ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი მოდის ორ პრიორიტეტულ მიმართულებაზე - ჯანდაცვა და სოციალური დაცვა და ასევე საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. 


მიუხედავად პროგრამის პრიორიტეტად აღიარებისა, მერიამ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი 205,257,835 ლარის ნაცვლად 183,481,984 ლარი დახარჯა. შესაბამისად 21,775,850 ლარი. აუთვისებელი დარჩა“ GMC-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენის პროგრამა ორ ქვეპროგრამას მოიცავს:


საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა მოვლა-შენახვა;

ტრანსპორტის განვითარება.


„წლობით გაჭიანურებული და დაუსრულებელი პროექტების, თუ დაანონსებული და განუხორციელებელი პროექტების პირობებში, გასაკვირი არც არის რომ მერია ბიუჯეტს დროულად ვერ ითვისებს.


რაც შეეხება ტრანსპორტის განვითარებას, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ავტობუსების ჩანაცვლების შესახებ შესრულდა, რადგან დღეს ქალაქში ძველი, ყვითელი ავტობუსები აღარ გადაადგილდებიან, თუმცა ტრანსპორტის განვითარების ქვეპროგრამა, მხოლოდ ტრანსპორტის მოდერნიზაციას/განახლებას არ მოიცავდა.


ტრანსპორტის განვითარების ქვეპროგრამა საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის გარდა, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორიც არის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები, მეტროს სადგურების რეკონსტრუქცია, მშენებლობა, საბაგირო ტრანსპორტის განვითარება, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია.


რაც შეეხება თანხების ათვისებას, ტრანსპორტის განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში მერიას 168,330,910 ლარი უნდა აეთვისებინა, საიდანაც მხოლოდ 149,888,495 ლარი დახარჯა. შესაბამისად აუთვისებელი დარჩა 18,442,414 ლარი.


საცობების პრობლემას თავად მერიაც აღიარებს. თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე დედაქალაქში არსებული საცობების გამომწვევი ძირითადი მიზეზები დაასახელა და განმარტა, რომ თბილისში 12 პრობლემური კვანძია მოსაწესრიგებელი. ამავე სხდომაზე კახა კალაძემ აღნიშნა რომ ამჟამად საცობებთან დაკავშირებული დისკომფორტი არსებობს, თუმცა, თბილისისთვის და თბილისელებისთვის ყველაფერს გააკეთებს.


ბიუჯეტიდან თანხების დროულად და სრულად ათვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისში არსებული საცობების ფონზე“,  განმარტებულია GMC-ის სტატიაში.



წყარო: GMC







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up