თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა ადაპტირებული ურბანული დაგეგმარების ახალი გზამკვლევები წარადგინეს

თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა ადაპტირებული ურბანული დაგეგმარების ახალი გზამკვლევები წარადგინეს

access_time2022-02-08 15:00:00

თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ვირტუალურ შეხვედრაზე წარადგინეს ორი ახალი გზამკვლევი, რომლის მიზანია ურბანულ დაგეგმარებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ქალაქის მცხოვრებთათვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


გზამკვლევები, ბანკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.



ონლაინ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ესწრებოდა. მისი თქმით, აღნიშნული გზამკვლევები გააუმჯობესებს დედაქალაქის ინკლუზიურობის ხარისხს.



„ეს გზამკვლევები გამოყენებული იქნება ადგილობრივი და სახელმწიფო მასშტაბის ურბანულ დაგეგმარებაში, ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თავისუფლად გადაადგილებას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეკრეაციული სივრცეების პროექტირების პროცესში, რათა გათვალისწინებული იყოს ყველა ასაკობრივი კატეგორიისა და სქესის საჭიროებები“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.



გზამკვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ჟუკოვმაც.




„საქართველო და აზიის განვითარების ბანკი მრავალი წელია თანამშრომლობენ ურბანული განვითარების მიმართულებით, მათ შორისაა ქალაქების მდგრადი განვითარების პროექტი. ეს გზამკვლევები ადაპტირებული ქალაქების გზამკვლევებთან ერთად ხელს შეუწყობს გენდერზე ორიენტირებული, ადაპტირებული დაგეგმარების დანერგვას და საქართველოს ქალაქების უფრო მდგრად განვითარებას“, - განაცხადა მან.



ქალაქების მდგრადი განვითარება აზიის განვითარების ბანკის 2030 სტრატეგიის შვიდი პრიორიტეტიდან ერთ-ერთია. ბანკი მხარს უჭერს მუნიციპალიტეტების მიერ ქალაქების უსაფრთხო, მრავალმხრივი და მდგრადი განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელთა შორისაა გენდერზე ორიენტირებული სერვისებისა და ინკლუზიური ურბანული დაგეგმარების განვითარება, ამ გზით კი, ურბანული გარემოს გაუმჯობესება.



„საქართველომ არაერთი ნაბიჯი გადადგა მდგრადი განვითარების მიზნების დასანერგად. საქართველოს ურბანული ხედვა მოიცავს საცხოვრებლად კომფორტული ურბანული განაშენიანებისა და სხვა დასახლებების განვითარებას ინტეგრირებული ურბანული დაგეგმარებით, ინკლუზიური და ადაპტირებული მიდგომებით. მოხარული ვართ, რომ ამ საქმეში ვეხმარებით საქართველოს“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ბრუნო კარასკომ.



შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის ექსპერტებმა, რომლებმაც გზამკვლევების პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.



აზიის განვითარების ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ორგანიზაცია კვლავ აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up