თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა ურბანული განვითარების გზამკვლევები წარადგინეს

თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა ურბანული განვითარების გზამკვლევები წარადგინეს

access_time2021-06-16 21:42:09

თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ერთობლივად შექმნილი, ურბანული განვითარების სამი გზამკვლევი წარადგინეს. ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


ვირტუალური ღონისძიება თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტმენტის ურბანული და წყლის სერვისების განვითარების დივიზიის დირექტორმა იონგ იემ გახსნეს.


თბილისის მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს გაწეული დახმარებისთვის და მერიის ინფრასტრუქტურული და მობილობის პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელთა მიზანი თბილისის მოსახლეობისთვის უკეთესი გარემოს შექმნაა.


„ჩვენი მიზანია, ქალაქი ისე განვავითაროთ, რომ აქ ცხოვრება, გადაადგილება, დასვენება თუ გართობა ყველა თაობისთვის, ყველა სქესის და ასაკის ადამიანისთვის თანაბრად მისაღები და კომფორტული იყოს. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქმნება, არაერთი პროექტი ხორციელდება და მინდა, მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს პარტნიორობისთვის და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.


იონგ იემ ხაზი გაუსვა ამ პროცესში გენდერული თანასწორობის ჩართვის მნიშვნელობას, მრავალმხრივი ეკონომიკური ზრდისა და ქალაქების უფრო მდგრადი განვითარებისთვის.


„კოვიდ-19-ის პანდემიამ ცხადი გახადა ინკლუზიურად განვითარებული ქალაქების საჭიროება. მუშაობის, სწავლისა და სოციალური ურთიერთობების ჩვეული რუტინის შეცვლამ დაგვანახა, რომ ქალაქების ინფრასტრუქტურა უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს შშმ პირებისთვის, მოხუცების, ქალებისა და ბავშვებისთვის“, - განაცხადა იონგ იემ.



ამ მიმართულებით თბილისის მერიის ძალისხმევაზე ისაუბრა ADB-ის გენდერული თანასწორობის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა, სამანტა ჰუნგმაც.


„ყოველდღიურად იზრდება თბილისის მერიის მიერ გენდერული თანასწორობის მიმართულებით გაწეული შრომის ხილული შედეგები ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებაში, რისთვისაც მადლობას ვუხდი თბილისის მერიას“, - განაცხადა სამანტა ჰუნგმა, ADB-ის გენდერული თანასწორობის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა.


თბილისის მერიის ინფორმაციით, „გზამკვლევები, რომლებიც გულისხმობს ინკლუზიურ და გენდერზე ორიენტებულ პროექტირებას ურბანულ არეალებში, სარეკრეაციო სივრცეებსა და საცხოვრებელ დასახლებებში, შემუშავებულია ქალაქის მთავრობის ურბანული დაგეგმარების სახელმძღვანელოდ და მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ასევე, პარკებისა და მწვანე სივრცეების მოწყობაში ყველა სქესის, სოციალური და ასაკობრივი ჯგუფის საჭიროებების გასათვალისწინებლად.


გენდერზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა ქალებს თავს დაცულად აგრძნობინებს და უსაფრთხო საქმიანობისა და განტვირთვის საშუალებას აძლევს. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ადგილობრივი ინსტიტუციების გაძლიერებას და შესაძლებლობების გაზრდას ურბანულ დაგეგმარებასა და პროექტირებაში“.



თეგები:
გზამკვლევი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up