თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები ხორციელდება

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები ხორციელდება

access_time2022-09-08 12:20:00

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები ხორციელდება. კანდიდატები, რომლებიც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებენ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარადგინა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


კახა კალაძის თქმით, „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას დაიკავებს. ხოლო ფონდის დირექტორის პოზიციაზე გიორგი პაპავას კანდიდატურაა წარდგენილი.


„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაუხადო ლევან ჯღარკავას, რომელიც წლების მანძილზე იკავებდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციას თბილისის მთავრობაში და მისი ხელმძღვანელობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. ლევანი იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, შემდეგ გადაინაცვლა მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე და ბოლოს იკავებდა „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის თანამდებობას. ლევანი არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს საჯარო მოხელე, რომელიც პროფესიონალურად, კეთილსინდისიერად ემსახურება ქვეყანას და საკუთარ საქმეს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას უკვე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა და დარწმუნებული ვარ, იქაც წარმატებული იქნება და ემსახურება ქვეყანას.


„თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის პოზიციაზე გიორგი პაპავას კანდიდატურას წარვადგენთ, რომელიც დღემდე შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. გიორგი არის პროფესიით იურისტი, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აქვს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში წამყვან პოზიციებზე მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება. 2017 წლიდან არის თბილისის მთავრობის წევრი და კეთილსინდისიერად ემსახურება დედაქალაქს. ის არის საქმის პროფესიონალი“, - აღნიშნა მერმა.


ამასთან, კახა კალაძის თქმით, შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ქეთევან შუბითიძის კანდიდატურა. მისივე განმარტებით, შუბითიძეს საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების სპეციალობით, 2011 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში შესყიდვების მიმართულებით და გააჩნია საკმაოდ კარგი გამოცდილება.


თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის ვაკანტურ თანამდებობას კი ლაშა მაჭავარიანი დაიკავებს, რომელიც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებდა. მერის თქმით, მაჭავარიანის ხელმძღვანელობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.



„ლაშას განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და უცხოეთში ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის მსოფლიო ბანკში, ასევე სახელმწიფო უწყებებში წამყვან პოზიციებზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


რაც შეეხება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს, ხელმძღვანელის პოზიციაზე მერმა გიორგი მარგებაძის კანდიდატურა წარადგინა. მისი თქმით, მარგებაძე დღემდე სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობს და კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია სააგენტოს გამართული მუშაობა მუნიციპალიტეტისთვის, თითოეული თბილისელისთვის.


„მას განათლება მიღებული აქვს ინფორმატიკის სისტემების მიმართულებით, ასევე, არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების მაგისტრი. წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, აქვს საკმაოდ მდიდარი სამუშაო გამოცდილება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


მერმა წარდგენილ კანდიდატებს ახალ პოზიციებზე წარმატება უსურვა, რადგან, მისი თქმით, მათი წარმატებული საქმიანობა პირდაპირ აისახება დედაქალაქის განვითარებასა და კეთილდღეობაზე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up