თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ილია ელოშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ილია ელოშვილს თბილისის მერის მოადგილე 2017 წლიდან იყო. სხვადასხვა პერიოდში იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და მცირე ხნით ენერგეტიკის მინისტრის პოსტიც ეკავა.